19.8.11

მე კარგი გოგო ვარ!


ორშაბათი ცუდად მაქვს დაცდილი, სულ ორშაბათიდან ვიწყებ დიეტას და ამ დღის მოლოდინში იმდენს ვჭამ, რომ მთელი დიეტა აკრეფილის დაკლებას ვუნდები და ქვემოთ ვეღარ მივდივარ.
ჰოდა, აღარც გადავდე. თან კვირაზე მეტია, პურს და ცომეულს არ ვჭამ, მაიონეზს და თხილეულობას არ ვეკარები. გუშინ და დღეს კი ბევრად მოვუკელი და ვცდილობ კალორიები დავთვალო.
წყლის სმა დავიწყე და ძალიან მიხარია. გუშინ წინ 3 წიქა დავლიე, გუშინ - 5, დღეს - 6.
დილით ნახევარ საათიანი გარბენა-მოთელვა ჩავატარეთ მე და თორნიკემ, საღამოს 40 წუთი ფეხით ვიარე შეუსვენებლად. უხეშად რომ დავთვალო, 600 + საზამთროს კალორიები მაქვს მიღებული.
ახლა ვზივარ და ჩემით ვამაყობ. ისეთი მოტივირებული ვარ, რომ მგონია, აღარასდროს მოვიმატებ :)


2 comments:

Kate said...

მთავარია ეგრე გააგრძელო.
წარმატებები :*

kanario said...

Ar gacherde!
Ar danebde!
Da isev karg gogod darchebi )) :*
<3