მახსოვს, მე და ქეთოს დიდხანს გვჯეროდა თოვლის ბაბუის. ბიცოლაჩემმა ჩათვალა, რომ ზედმეტად დიდები ვიყავით და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, მოვიდა და გვახარა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. საკმაოდ მტკივნეული იყო ჩვენთვის.
მშობლებმაც ძალიან განიცადეს და ახალი წლის ღამეს მეზობლის ბიჭს გადააცვეს ფორმა, ფერუმარილით გათხაპნეს და სახლში ამოგვიყვანეს. ისეთი შავი იყო ბუნებრივად,რომ შეღებვამაც ვერ გაათეთრა და ვიცანით. მანდარინები მოგვიტანა საჩუქრად :)
ჰოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ ვიცი რას ნიშნავს ბავშვისთვის ნამდვილი თოვლის ბაბუის მოკაკუნება კარზე. სახლში ანი და სანდრო მყავს, ჩვენთან შეხვდნენ ახალ წელს. გუშინ მეზობელს ვთხოვეთ, ფორმა გადაეცვა და მოსულიყო, სიხარულით დაგვთანხმდა. მართალია, საკმაოდ სუსტია, მაგრამ ბავშვებს არც კი მიუქცევიათ ამისთვის ყურადღება, ძალიან გაუხარდათ, როცა კარი გავაღეთ. ანიმ ლექსი მიახალა, სანდრომ დაიმორცხვა და ბაბუს ამოეფარა. ვიჟრიამულეთ, ვიმხიარულეთ და ერთ საათში ახალი წელიც მოვიდა :)
მართალია, მე ლექსი არ მითქვამს და წვერებს უკან მეზობელიც ვიცანი, მაგრამ საჩუქრები მაინც შემხვდა: 4 წიგნი ქეთოსგან, ჩუსტები და საყვარელი ჯამუკა ოჯახისგან და ფუმფულა სათამაშო თორნიკესგან.
2010 წელს გახსნილად ვაცხადებ! ესეც პირველი პოსტი. რაც კი გვქონია ოდესმე!

5 comments:
:HUG:
ee Tma rogor gagezarda :D
მე კი ბებიაჩემის დამ მომახალა ეგრე.
არ არსებობსო :(((
საკმაოდ დიდხანს მჯეროდა მეც.
აუ რა მაგარი საჩუქრები მიგიღია. :)))
Jenny: ჰოო, დიდი ხანია ვიზრდი :))
ratom ar gamomigzavne es suraTebi konkursi rom mqonda :(
chudo :(
Post a Comment