12.2.10

კრძალვითა და ცახცახით

”ბავშვობაში მინდოდა ღმერთი გავმხდარიყავი... შემდეგ ქრისტე... შემდეგ გავიაზრე ჩემი გადამეტებული ამბიციები და დავთანხმდი - როცა გავიზრდებოდი წამებული ვყოფილიყავი... როდესაც გავიზარდე მოვთოკე ჩემი განდიდების მანია და იაპონურ კომპანიაში მთარგმნელად მოვეწყე...” (c)ამელი ნოტომი "კრძალვითა და ცახცახით"

გაქვთ წაკითხული? 1999 წელს ამელმა ამ რომანისთვის საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა. რომანი ბელგიელ ქალზე, რომელმაც ერთი წელი იმუშავა იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში. ზოგს მოსწონს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ამელი მხოლოდ ფულის გამო წერს ბესტსელერებს და მათ არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ, თუმცა ამ რომანით მე ფრიად ვისიამოვნე. გემოვნებაზე ნუ ვიდავებთ.


წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი. მისი კითხვისას ბუნდოვნად მახსენდებოდა წლების წინ ნანახი ფილმი. დღეს მე და ბაბისას შემოგვეხსენა და დავძებნე, მინდა ისევ ვნახო. თუ დაინტერესდებით, აქაა ფილმი. წიგნი შემიძლია გათხოვოთ.

9 comments:

thomas said...

xshir shemtxvevashi yoveltvis wigni sjobs films.

ase rom jer wigni mere filmi

ჯორჯ პაიკი said...

წაკითხული მაქვს და მომწოს კიდეც. ნოტომის სხვა რომანებიც წამიკითხავს და ისინიც მომწონს. ფულის გამო წერა, ხელს არ უშლის კარგი წიგნის შექმნას. ფილმი ადრე მაქვს ნანახი და ყველაზე მეტად, თავისუფალ დროს წარმოსახვითი ფრენის ეპიზოდი დამამახსოვრდა. :) კიდევ ბოროტი უფროსის ბუთხუზა სახე. :)

Natalia said...

დე, მე მინდა წიგნი :უსერ: პირველივე სიტყვებიდან დამაინტერესა :)

nati kuda said...

thomas: მე ფილმი ფაქტობრივად არ მახსოვდა :))

ჯორჯ პაიკი: ჰო, მეც ეგ ფრენის მომენტი მახსოვდა და სულ უფროსი არა, ის ქალი, ვისაც მიაბარეს.

ნატალია: გათხოვებ. როდის გნახო? :*

Keti said...

მე კიდევ ფილმი არ მინახავს.
ნოტომის წიგნებიდან ეს და "მკვლელის ჰიეგიენა" უფრო მომწონს, ვიდრე სხვები.

ფულისთვის წერაზე გამახსენდა:
ვონეგუტი ერთ–ერთი წიგნის წინათქმაში ამბობდა – ხშირად ფულისთვის ვწერდიო, მაგრამ კარგ რამეებს კი წერდა...

Kate said...

ხო ძირითადად ეგრე ხდება.

babisa said...

ho
jer filmi
mere wigni

daje ekranizaciebi sul imeds micruebs, ara kiar micruebs, ai chemsas anadgurebs xome da ver veguebi, ro vkitxulb yvela taviseburad warmomidgenia da mere sxvanairia xomle filmshi

mara am films kidev vnaxav, mec didi xnis win vnaxe da kargi iqneboda gaxseneba :">

iasamnisferi said...

wakiTxuli maqvs da momewona.
Fubuki san ;;)

kidev "merkuri" wavikiTxe da isic momewona <3

Clown said...

მეც მომეწონა ^_^

და ზოგადად ამელი მომზწონს <3