7.5.09

საჩუქრებიი

ზამთარში ვატოს გავეხუმრე, რედიოჰედის მაიკა ეცვა და გაიხადე, მომწონს_თქო. მე ვიყო ცუდი ბიჭი, თუ არ გაჩუქოო, ოღონდ ახალიო. და აასრულა :D ჰოდა ძაან მომწონს. რამდენჯერმე მეცვა და ყელი გავუტონალურიანე. მეთქი მარტო ყელს მოვარეცხავ_თქო, მაინც მეშინოდა სურათზე, ფერი არ გადასვლოდა. მოვარეცხე ყელი, მარა შხეფები მოხვდა ნახატსაც და მელანი ჩამოეწუწა. ბევრი ვახვანჩალე მერე წყალში და გადაუვიდა რაც გადასასვლელი იყო, მაგრამ თოკზე რომ გავფინე, ცოტა მაინც ჩამოვიდა და ახლა კანტად ცისფერი ზოლი აქვს : ( მაინც ჩავიცმევ! Free Smiley Courtesy of www.millan.net



ბავშვობის ოცნება ავისრულეეეე. ლოლიპოპი მინდოდა სულ. თბილისში ვერ ვიშოვე და ნინომ ჩამომიტანა სალონიკიდან.
Free Smiley Courtesy of www.millan.net
პატარა იმ დღესვე შევსანსლეთ, კარგი იყო, მარა სუნი უფრო მომეწონა. მეორეს ქეთო არ მახსნევინებდა, სურათები უნდა გადავუღოო. ვინახეთ რამდენიმე დღე, არადა მე და მზიკოს ნერწყვები მოგვადგა. ამის მუზა კიდევ არსად ჩანდა და გუშინ გავხსენით. ძაალიან გემრიელია, ძალიან.




და ესსსს.. გუშინ სამსახურში ფული მომცეს, დაბადების დღეებზე ვკრებთ ხოლმე და გავვარდი, წიგნები ვიყიდე. ვიცი უაზროდ შემომეხარჯება და ბევრი არ მიფიქრია Free Smiley Courtesy of www.millan.net და გუშინ საღამოს ნეტარებას განვიცდიდი, ლოგინში ჩავწექი, ტორდ გუსტავსენი ჩავრთე. ბალახეულობის ჩაის მივირთმევდი და ჰესეს ვკითხულობდი.. მერე უეცრად ჩამეძინა

5 comments:

iasamani said...

აი ეგ (ლოლიპოპი) არ უნდა დაგედო :ვიკ:
მეც რომ მომინდა და მეც რომ ვოცნებობ ეგეთზე რა ვქნა ახლა ა?

Keti said...

ჰო, წიგნების ამორჩევა/ყიდვით სიამოვნების მიღება მომენატრა :)

Kate said...

მეც ველოდები მარტის დაბადების დღის საჩუქრის ფულს.... :P


კარგია ყველაფერი...
მიხარია...

her/mein said...

ჰაჰ, ნიუკანენს მგონი დაუჭერ მუღამს.
მაგრამ ჰოტაკაინენიც იქნებოდა მის გვერდით მაღაზიაში, და ის გაცილებით უკეთესია.
ისე წინასწარ გაფრთხილებ სიესტას უნამუსობის გამო, ბეჭდვითი შეცდომები დაგტანჯავს კითხვისას.
მთლიანობაში კიდევ ფინური ლიტერატურა გადასარევი რამეა, ზედმეტი ტვინის ფართხალის გარეშე წერენ, ლაკონურად და ზუსტად.
+ ბონუსად ჩემი ფინურის მასწავლებელი, ანუ ამ ორი ზემოთნახსენები წიგნების მთარგმნელი.
მოკლედ have a nice reading

ჰესეზე უკომენტაროდ :*

nati kuda said...

iasamani: iocnebe da agisruldeba :yes: :chups:

her: jer hese, mere sxva danarcheni :p