დღეს შევნიშნე, რომ ჩემი last.fm აღარ ატრიალებს სიმღერებს. შესვლა რომ დავაპირე, ერორი ამომიგდო, საათი გაასწორე, შე მარსიანელოო. ყველგან გავასწორე საათი, სადაც შეიძლებოდა, მარა ვერ ვუშველე. ნინას რჩევით uninstall ვქენი და თავიდან დავაინსტალირე, ოღონდ ვინდოუს მედია ფლეერზე, თორემ ჩემი და ბრაზდება ხოლმე last.fm-ის ფანჯარა რომ ამოდის ვინამპის ჩართვის დროს და სულ ჩართული რომ დავტოვო, საშინელი ფლეილისთი დამხვდება :D და სად ვიყავი აქამდე?? ძალიან მაგარი ხმა აქვს, თან ჩემმა ბას ბოჩკამაც გაშალა ფრთები როგორც იქნა
No comments:
Post a Comment