ზამთარში ვატოს გავეხუმრე, რედიოჰედის მაიკა ეცვა და გაიხადე, მომწონს_თქო. მე ვიყო ცუდი ბიჭი, თუ არ გაჩუქოო, ოღონდ ახალიო. და აასრულა :D ჰოდა ძაან მომწონს. რამდენჯერმე მეცვა და ყელი გავუტონალურიანე. მეთქი მარტო ყელს მოვარეცხავ_თქო, მაინც მეშინოდა სურათზე, ფერი არ გადასვლოდა. მოვარეცხე ყელი, მარა შხეფები მოხვდა ნახატსაც და მელანი ჩამოეწუწა. ბევრი ვახვანჩალე მერე წყალში და გადაუვიდა რაც გადასასვლელი იყო, მაგრამ თოკზე რომ გავფინე, ცოტა მაინც ჩამოვიდა და ახლა კანტად ცისფერი ზოლი აქვს : ( მაინც ჩავიცმევ!
ბავშვობის ოცნება ავისრულეეეე. ლოლიპოპი მინდოდა სულ. თბილისში ვერ ვიშოვე და ნინომ ჩამომიტანა სალონიკიდან.
პატარა იმ დღესვე შევსანსლეთ, კარგი იყო, მარა სუნი უფრო მომეწონა. მეორეს ქეთო არ მახსნევინებდა, სურათები უნდა გადავუღოო. ვინახეთ რამდენიმე დღე, არადა მე და მზიკოს ნერწყვები მოგვადგა. ამის მუზა კიდევ არსად ჩანდა და გუშინ გავხსენით. ძაალიან გემრიელია, ძალიან.
და ესსსს.. გუშინ სამსახურში ფული მომცეს, დაბადების დღეებზე ვკრებთ ხოლმე და გავვარდი, წიგნები ვიყიდე. ვიცი უაზროდ შემომეხარჯება და ბევრი არ მიფიქრია და გუშინ საღამოს ნეტარებას განვიცდიდი, ლოგინში ჩავწექი, ტორდ გუსტავსენი ჩავრთე. ბალახეულობის ჩაის მივირთმევდი და ჰესეს ვკითხულობდი.. მერე უეცრად ჩამეძინა

5 comments:
აი ეგ (ლოლიპოპი) არ უნდა დაგედო :ვიკ:
მეც რომ მომინდა და მეც რომ ვოცნებობ ეგეთზე რა ვქნა ახლა ა?
ჰო, წიგნების ამორჩევა/ყიდვით სიამოვნების მიღება მომენატრა :)
მეც ველოდები მარტის დაბადების დღის საჩუქრის ფულს.... :P
კარგია ყველაფერი...
მიხარია...
ჰაჰ, ნიუკანენს მგონი დაუჭერ მუღამს.
მაგრამ ჰოტაკაინენიც იქნებოდა მის გვერდით მაღაზიაში, და ის გაცილებით უკეთესია.
ისე წინასწარ გაფრთხილებ სიესტას უნამუსობის გამო, ბეჭდვითი შეცდომები დაგტანჯავს კითხვისას.
მთლიანობაში კიდევ ფინური ლიტერატურა გადასარევი რამეა, ზედმეტი ტვინის ფართხალის გარეშე წერენ, ლაკონურად და ზუსტად.
+ ბონუსად ჩემი ფინურის მასწავლებელი, ანუ ამ ორი ზემოთნახსენები წიგნების მთარგმნელი.
მოკლედ have a nice reading
ჰესეზე უკომენტაროდ :*
iasamani: iocnebe da agisruldeba :yes: :chups:
her: jer hese, mere sxva danarcheni :p
Post a Comment