14.4.09

:(

მონატრების რეჟიმში ვცხოვრობ :(
თორნიკე მენატრება, აქციების გადაღება სთხოვეს და ამ 8 დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახე, ისიც 5 წუთით, მანქანიდან დავინახე, ჩამოვხტი, ჩავეხუტე და წამოვედი.. როდის მორჩება აქციები, ვინმემ ხომ არ იცის? :(
შოთა მენატრება.. ერთი თვე ხდება, რაც პოლონეთში წავიდა. თან ავადაა კვირაზე მეტია და მენერვიულება :(
ყავა მენატრება და შოკოლადი. მერვე დღეა არ დამილევია/მიჭამია.. ეს რეკორდია დღეში ერთი ფილა შოკოლადისა და 3 ჭიქა ყავის შემდეგ :(
და ნაყინიც.. დღეს სამსახურში ვიჯექი და თავს ვიგრუზავდი, ნაყინის ფოტოები დავგუგლე :D

1 comment:

Natalia said...

shokoladis gareshe mec ki gavdzeli 7-8 tve da shenc shedzleb :user: :)
ai, sxva danarchenshi ki, motminebas gisurveb :*