(c) Emilia
ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამაზე, არა, ძალით კი არ ვფიქრობ, უბრალოდ ბევრი რამე მაგრძნობინებს, რომ მე ის კუდა აღარა ვაარ.. (აქ ამოოხვრის ეფექტი)
გემოვნება შემეცვალა რაღაცებში, დამოკიდებულება ადამიანებისადმი, საგნებისადმი, ქცევებისადმი. კიდევ ისე ადვილად ვეღარ მატყუებენ და თავსაც ისე ადვილად აღარ ვაჩაგვრინებ ხალხს. კარგია ცვლილებები, ალბათ ასეც უნდა იყოს.
ინტერნეტი/კომპიუტერი:
კომპიუტერს გადავეჩვიე, მბეზრდება. სამსახურში უსაქმურობისას ვამოწმებ მეილებს, გუგლ რიდერში ბლოგებს გადავხედავ და ეგაა. სახლში მოსული პირველად ”გრეის ანატომიის” მომდევნო სერიას ვიწერ, მერე დიდი დიდი last.fm გადავამოწმო, იქნება და ვინმეს გავახსენდი და თორნიკეს ველაპარაკო ცოტა ხნით. მერე ვრთავ უკვე გადმოწერილ სერიას და ან მსვლელობისას მეძინება, ან დამთავრებისთანავე : )) სულ 4 სერია დამრჩა სანახავი. მერე რა ვქნა? არ ვიცი..
ფორუმი:
ფორუმს ფაქტობრივად შევეშვი. შეიძლება შევიხედო, PM თუ დამხვდა, წავიკითხო, პასუხი გავცე.. მელომანიაში აღარ შევდივარ. მხოლოდ ”ჩვენი ნივთების მაღაზია” თუ რაღაც მსგავსი სათაურის თემაა, იქ შევივლი, იქნებ რამე მომეწონოს_თქო, მაგრამ ახლა ფულიც აღარ მაქვს და ხელფასამდე არაფრის მყიდველი არ ვარ. ანუ მანდაც არ შევსულვარ დიდი ხანია. ნიკ სერჩი უკვე შარშანწინდელ დაბადების დღის მოსალოც თემას მიგდებს, მართლა :D
მუსიკა:
კიდევ ამას წინათ 518 სიმღერა რომ წავშალე, რამდენიმე დღის წინ ალბომებიც მივაყოლე, ის ალბომები, შეხედვისას არცერთი სიმღერა რომ არ გამახსენდა. თან ვგრძნობ, რომ ადრე რაც მომწონდა, ის მაინცდამაინც აღარ მსიამოვნებს. აი, ჯაზი უფრო და უფრო მითრევს. უახლოეს გეგმებში მაქვს დისკებზე ალბომების გადატანა და ვინდოუსის გადაყენების ან ლინუქსის დაყენების შემდეგ (თუ დავადგი საშველი) ახალი ალბომების მომარაგება. ცვლილებები მესაჭიროება : ))
ჰო, წინა კვირას კონსერვატორიაში ვიყავით მე, ბუჰა, დეკა, ლევანი და ჯონჯოლი, თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის საღამო იყო. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მართლა. მომეწონა. მადლობა დეკას, რომ გაგვაგებინა :)
ტანსაცმელი:
მეორე ფეხსაცმელი, ae-დან რომ ვაპირებდი გამოწერას, ვერ გამოვიწერე, ბარათს ვერ მივიღებთო, 30 დოლარი კი მშვენივრად დამიბლოკეს და ახლა 1 თვე უნდა ველოდო, რომ ბლოკი მოეხსნას. დავრჩი ფეხშიშველი : ( სამაგიეროდ ფორევერიდან ჩამოვა ამანათი იმ კვირაში. როგორ მიხარია. ჩემი გულებიანი სათვალე და კურდღლიანი მაიკა.. ჰო, ამ საკითხში არ გავზრდილვარ :D მარა ამ ბოლო დროს ქუსლიან ფეხსაცმელებს ვუყურებ ცუდად :/
მამრი:
ჰმ.. ის ერთადერთია, ვისთვისაც არ გავიზრდები, never
6 comments:
optimistka :*
Not yet : D
GOREBO
me ar mindoda koncertii vai arturos gavcickni :D informaciis jmoti ega :D
ise kaia rom izrdebi tan xvdebi da tan ibruneb imas rac ucabedad sheicvala da am dros shinaganad mainc ver ishoreb
ეს ძალიან ბუნებრივია, ნათი
და ძალიან კარგი, რადგან თუ ადამიანს წლების მანძილზე არ ეცვლება შეხედულებები, ე.ი. უბრალოდ არ იზრდება (შინაგან ზრდას ვგულისხმობ).
ჰოდა, ყველაფერი კარგად ყოფილა:)
informaciis jmotebic xart da uaresebic!
გუდ ფოუსთ! :)
ე.ი. პირველ, მეორე და მესამე საკითხებში აბსოლიტურად გეთანხმები. იგივეებო მჭირს მეც და ფორუმში კიდე შეიძლება იმიტო შევიხედო რომ გავიგო გრეისების შემდეგი სერია გამოვიდა თუ არა :D
გამოწერებს არ ვარ! :D
ტანსაცმელი და მუსიკა მიყვარს :D
ხო აი მამრს რაც შეეხება ეგ საკითხი დახურულია ;)
:*
პ.ს. მე-4 სეზონს სერიები აკლია ოლმუვიზე.
მე-5 სეზონი მაქვს თუ გინდა ორიგინალში :)
Post a Comment