28.2.09

დიდი პოსტი

*
ჩემი ახალი სალათისფერი ფეხსაცმელი გავყიდე. ვერ ავიტანე გვერდებზე ვერცხლისფერი და მივხვდი, ვერ ვიხმარდი ისე, როგორც წარმომედგინა. თან ჟაკეტი მომეწონა, იასამნისფერში იყო და მეთქი სალათისფერ-ვერცხლისფერი არ წავა_თქო. გაფიქრება და გაყიდვა ერთი იყო. ჩემს თანამშრომელს ისე გაეხარდა, მაშინვე მომცა ფული და სახლში გაიქცა, არ გადაიფიქროსო. ცოტა კი დამწყდა გული, მარა რახან ასე გადავწყვიტე, ე.ი. ასეც უნდა მოვქცეულიყავი. მარა ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჟაკეტი გაიყიდა :( მაგრამ არა, მეგობრებო, კუდა არ დანებდა, დეპრესიას არ მიეცა და გუშინ ღამითვე ახალი შეკვეთა მისცა, ამჯერად ემერიქნ იგლზე და ახლა სულმოუთქმელად ელის ახალ ფეხსაცმელს :bis:

**
ევოლუშნ.. ა’მ სოუ ფრაუდ : )
ეს ჩემი ბოლო დროის 4 ამოჩემებული შარვალია. ხედავთ როგორ მცირდება ზომებში?? ზაფხულში ნახეთ რა ტანი დავიყენო : ))
მარა ეს 2 დღეა იმდენი ცომეული და ტკბილეული ვჭამე.. და ვარჯიშზეც არ წავედი დღეს :( ისე მეზარებოდა, ისე, ისე.. ხვალ განტვირთვის დღე უნდა მოვიწყო, თორემ გამიტკბა ნამეტანი :D თან სამსახურში მივდივარ, ჩემი ჯერია და ბანანებზე და მაწონზე გადავივლი : ))

***
დღეს ბლოგერების შეკრებაზე ვიყავი. მართალია საშინლად მეზარებოდა სახლიდან გასვლა და არც შეკრებაზე წასვლის სურვილი მკლავდა, მაგრამ თორნიკეს უნდოდა და მეთქი კარგი. იმაზე კარგი იყო, ვიდრე ველოდი. თან ცოტანი ვიყავით და ყველაზე მეტად ეს მომეწონა. ბილა მილა..
და დოდკას მუცელზე გადავირიე, თან ბოლო დღეებისა საშინლად მინდა ბავშვი..
რომ წამოვედით, სახლში არ გვინდოდა და კინოში წასვლა გადავწყვიტეთ მე და თორნიკემ, სვითიმ გვითხრა რაც გადიოდა და მერე ის და კოტეც გამოგვეკიდნენ. მე და მარი ძაან გახარებულები გავრბოდით, მაგრამ 20 წუთის დაწყებული იყო სეანსი და აზრი არ ჰქონდა შესვლას, შემდეგი კიდევ 10-ზე იყო. არ დაველოდეთ და წამოვედით. მამრები ფრიად კმაყოფილნი დარჩნენ ამით, ჩვენი ხათრით დათანხმდნენ მელოდრამის ნახვას :p

****
დილით ჩემი მონსტრიკი ვნახე, 2 კვირა არ მიმიხედავს და დამხვდა გაბრაზებული, მშიერი, ბინძური.. ენას მიყოფდა :D ვეთამაშე (ახალი თამაშები დაუმატებიათ და გამიხარდა), დავაპურე, შემდეგ ლეველზეც გადავიყვანე და წამოვედი გახარებული : )

10 comments:

Anonymous said...

sa sweet xar gogo <3

thomas said...

ki,ki magari gantvirtvis dge iyo dges :P


:* :* :*

Anonymous said...

yochag nat
mSvenieri Sedegia :)
"ზაფხულში ნახეთ რა ტანი დავიყენო : ))"-mec swored magiTi vimuqrebi


imedi gamomiva kidec : |

Kate said...

ფრიად პროდუქტიული დღე გქონია.

nati kuda said...

gmaadlobt, gmaadlobt :))

thomas: ekaife jo dasens

Anonymous said...

მონსტრიკი შემეცოდა :(

ფეხსაცმელები კი, ისიც მომწონდა ფოტოზე და ესეც მომწონს:)

Meme said...

baCiebi momewona :(

ლიკა ჩაფიძე said...

ფრიად უცნაური აღმოჩენა იყო ჩემი მოსახელის აღმოჩენა, თან ჩემსავით რომ დიეტაზეც ყოფილა :)))

ცოტა არ იყოს მესაკუთრის "მე"–მ წამოყო თავი ჩემში და დამაინტერესა ჩემი აგრერიგ საყვარელი ნიკი ვინ "მიითვისა" და ვინ აბნევს ხალხს :)))

nati kuda said...

ra mivitvise? davibeni : )

ლიკა ჩაფიძე said...

შენ არა :) ვინმე ლიკკამ :))) მაგრამ, ეს ხუმრობით რათქმაუნდა :)