9.1.09

Today is gonna be the day..

პატარა, მაგრამ ცუდ კონფლიქტებს თუ არ ჩავთვლით, 2009 წლის მშვენიერი დასაწყისია.

***
ჩემს მრავალშვილიან ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა, ჩორვენ ჯუნიორი, ჭრელი, საყვარელი, ჭრაჭუნა, ზანზალაკუნა, ფართოდ გაშლილი ხელებით, რომ შეხედავ, აშკარად გიხმობს, მოდი ჩავეხუტოთო (c) აქამდე მხოლოდ ფოტოთი ვიცნობდი, ახლა კი უკვე მონიტორზე მიზის და არათუ ხელით ვეხები, ვეთამაშები კიდეც :love: დიდი მადლობა ვის? ჰო, ლილიანს :მპა:


***
მშვენიერი შობა გამოგვივიდა. მერე რა, რომ გეი ბარში ვიყავით და გლინტვეინიც სულ ძალით მოვატანინეთ და ხილის სალათზე მუსი არ მოგვისხეს, მაინც კარგი იყო ტიტლიკანა სელებრითების ყურება :))


***
There are many things that I would
Like to say to you
I don't know how


***
ორი დღეა საშინლად გვეზარება დილით ადგომა და ჩემი და ქეთოს მაღვიძარები 45 წუთი მღერიან უშედეგოდ. + მამიკოს კაკუნი, ადექით, აგვიანებთო.. ფათხაფუთხით გავიქეცი გუშინაც და გზად ავტობუსი შემეშალა და მოკლედ 3 ტრანსპორტი გამოვიცვალე და ძლივს მივაღწიე სამსახურამდე. ნუ სამსახურში არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ პირველის ნახევარზე მქონდა შესვენება და საღამომდე ისევ მომშივდა, თან ინგლისურზე გავიქეცი და იქიდან გამოსულს ძალა მეცლებოდა აშკარად, მაგრამ სადარბაზოსთან მფარველი ანგელოზები დამხვდნენ სურსათ–სანოვაგით და ვიღას ახსოვდა ყინვა :))


***
დღეს ვფიქრობდი, რატომ მაქვს თავი დამძიმებული–თქო და მივხვდი, ერთდროულად 3 წიგნს ვკითხულობ და + ერთს ვსწავლობ და აბა რა იქნება?
დილით: აკუტაგავას მოთხრობების ნაკრები, რომელიც საშინლად მომწონს, მაგრამ მძიმეა და ზოგჯერ მოთხრობიდან რეალობაში დაბრუნება მიჭირს. თორნიკე მემუქრება წაგართმევ მაგ წიგნსო, თორემ დეპრესიაში ჩავვარდები :D
შუადღეს: TOEFL iBT :|
საღამოს: ამ საიტის ბაზით ვკმაყოფილდები ხოლმე, დღეს გაბრიელ გარსია მარკესის კითხვა დავიწყე – "ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს"
ღამით: აკა მორჩილაძის "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი", მომწონს აკას წერის მანერა. თან ეს დეტექტივიც მსუბუქი ენითაა დაწერილი და + შენით უნდა მიხვდე ვინაა მკვლელი და რატომ მოკლა და საინტერესოა მოკლედ. თან დიზაინმა იმდენად მომხიბლა, ბევრი აღარც მიფიქრია, მაშინვე ვუყიდე ქეთოს საახალწლოდ :ოხერიბავშვისსმაილიკი: სანამ კედლისკენ გადავბრუნდები, რამდენიმე ფურცელს სიამოვნებით ვკითხულობ.


***
I don't believe that anybody
Feels the way I do
About you now


***
უყვარს, უ ყ ვ ა რ ს მიხარია, რომ მიხვდა და გადაწყვიტა და უთხრა და..
მიხარია უბრალო და უშუალო ხალხთან ურთიერთობა. დღესაც გამიხარდა მათ წრეში ყოფნა, მარა ყველა ისეთი შეზარხოშებული დამხვდა.. :D


პ.ს. ყველა ჩემი პოსტი შთაგონეულია კონკრეტული სიმღერით :)

ესეც. ამ სიმღერის ეს ვარიანტი უფრო მეტად მომწონს. thanks, RU :)
Ryan Adams - Wonderwall

7 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

zou zvit!!

ai lav iu bous!

xoda isa uf tqveni chemi sachuqari codo ar iyo am postshi rom ar moxvda da axla utaroobis gamo sheyursuli romaa isedac gadatenil taroze?? :D

zalian momcons mokled da chemi stumrebis moconebac daimsaxura , naxevrad bnel otaxshi sasiamovno gancyoba shemoaqvs :D a da kidev erti + aqvs :D ise cxeldeba zed kvercxsac shecvav rame rom iyos :D

xoda xo
lav ya both :D

Tamara said...

მომწონს ჩორვენ ჯუნიორი :)

sabaha said...

მმმერე ტოეფლზე დაწერე რა

მაინტერესებს :(

nati kuda said...

Chorven: მაგ საჩუქარზე შენ დაწერე :))) ჰო მაგარი ტიპია? გაბერილი სანტა :))

Anonymous said...

მმმ

ვარსიფერი პლიმუტი...

მმმ

Anonymous said...

ვარდისფერ მეთქი

nati kuda said...

სვით: ჰოო, ჰო, მივხვდი :))
ისე კი არ ვიცი ეგ რა მანქანაა, საერთოდ ტყემალზე ვზივარ, სანამ მარკას არ დავხედე, ვერ ვხვდები რა მანქანაა : )))