3.1.09

საახალწლო სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა

არადა ყოველ წელს 12 საათზე ჭიქის მიჭახუნებასთან ერთად სურვილს ვუთქვამ, რაც ყველაზე მეტად მინდა რომ ამიხდეს.. და დამავიწყდა :( კვატი ვარ. მარა ეგ არაფერი, ძველით ახალ წელს ჩავიფიქრებ. აი, სად გამომადგა 2 ახალი წელი :))

ჰოდა დღეს მთელი დღეა სახლში ვარ და ცხვირი აივანზეც არ გამიყვია, მარა სულაც არ ვმჯდარვარ უსაქმოდ. ამხელა ფაზლი მაქვს ასაწყობი. გამოვიღე და ჯერ ნახევარ მაგიდაზე დავიწყე გაშლა, მერე მთლიანი მაგიდა გავათავისუფლე, ნახევარი არ მეყო. ბოლოს იატაკზე გადავედი, სივრცე დამჭირდა და 4 საათიანი "მუშაობის" შემდეგ მხოლოდ გარეთა ჩარჩო ავაწყვე, ისიც 2–3 ადგილზე შესაერთებელია. სახლში დამცინიან, ეგ თორნიკემ იმიტომ გიყიდა, რომ სახლიდან არ გახვიდეო. მარა მე ვიცი რატომაც მიყიდა, იფიქრა ეს 2–3 წელი ამის ამწყობი არაა და საჩუქრის ყიდვა აღარ დამჭირდებაო :D მაგასაც ვნახავთ :))
თითქმის ეს ნახატია, ოღონდ დამატებით გემები აქვს მიხატული ორივე მხარეს. ძაან პატარა ნაჭრებია და თითქმის არაფრისმომცემი. რაც ავაწყვე, დავაწებე და ვისვენებ, თორემ დეპრესიაში ჩავვარდები, რომ ჩავუჯდე : ))

6 comments:

Toma said...

ჭიქის მიჭახუნებისას სურვილის ჩათქმა დამავიწყდა :(

Anonymous said...

მე კი ჩავიფიქრე, მაგრამ ყოველ წელს ტყუილად ვიფიქრებ. არადა, სულაც არ არის აუსრულებადი :)
:ვნახოთ:


რა მაგარია, რასაც აწყობ :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

auu pazlikoo rgor miyvars dorbl :shur:

auu zalian magariaa!!

OTO said...

ეს გინდა ერთი შენ : ) http://www.artlebedev.com/everything/puzzlus/

sabaha said...

აუუ აუ მაგას რა ნერვები უნდა :D

nati kuda said...

რომ მივხვდი, რომ დეპრესიისკენ მივექანებოდი, შევჩერდი :))