4.1.09

ჟრუანტელები

ისეთი სასიამოვნო დღე იყო, ჟრუანტელები დამდიან მთელ სხეულზე.
მამა გაბრიელის დასთან ვიყავით, ისეთი ნათელი და სათნო სახე არ მინახავს. ძალიან საყვარელი ქალია. თბილად მიგვიღო, უგემრიელესი ნამცხვრითა და გოზინაყით გაგვიმასპინძლდა, ისტორიები მოგვიყვა და გამოსვლისას კომშის ალკოჰოლური სასმელიც დაგვალევინა. ამ სიცივეში, თან გაყინულებისთვის მისწრება იყო პირდაპირ : ))



მერე მე და ბუ ვაკიდან ფეხით წამოვსეირნდით. "ანტრეში" შევიარეთ, სულ მინდოდა შესვლა, კარგი რამე ჩანდა და ფრიად გამიმართლა იმედები. სიტუაცია მართლა არაჩვეულებრივია, სიწყნარე, სასიამოვნო გარემო, მუსიკა და გემრიელი სენდვიჩები. რომანტიკა.. :love:

და ისევ თოვს


photo by Mr. Boo

3 comments:

ჩორვენი said...

:tbilishegrznebissmile:

თაკა said...

how sweet poswikia :love:

მელია said...

მასეთი დღეები ყველა მახსოვს ჩემი ცხოვრებიდან :))


ჰოდა
გისურვებ ბევრი მასეთი დღე 2009ში