20.10.08

დილა გათენდა მშვიდი

ცოტას ვღელავდი. მზიკომ არ ჭამოო, შესაბამისად არც ყავა დამილევია, არც ჩაი, გავუდექი გზას.. 'ლეჩკომბინატისკენ'. ვაგვიანებდი, მარა 10 წუთით ადრე მივედი. ოლიკო არ დამხვდა. არც ათ წუთში მოვიდა, კიდევ ხუთი წუთიც და შევედი, ექიმს მაინც ვიპოვი_თქო. ვერ ვიპოვე კიარადა ოლიკომ დამირეკა და აღმოჩნდა, რომ სულ სხვა კლინიკაში შევსულვარ.
დავაგვიანეთ 15 წუთი. მორცხვად შევედით მისაღებში, 11_ზე ჩაწერილები ვართო, ადმინისტრატორს ვუთხარით და უცებ:
–ჯერ თერთმეტი არ არის, გოგონებო,–გამარჯვებული ღიმილით გვითხრა ქალმა.
საათს გავხედეთ გაკვირვებულებმა და სიცილით გამოვეყარეთ, გამოვიდა, რომ არ დავაგვიანეთ :))

ექიმი სასიამოვნო ქალი დაგვხვდა. ოლიკომ დამითმო სკამი, ჯერ შენო. ფერი გადამივიდა, გული ამიჩქარდა, ხმა ამიკანკალდა.. რა გაწუხებსო. მოვუყევი ორიოდე სიტყვით და მერე გამსინჯა. გადაირია, ტკივილით არაფერი მტკიოდა, ხან სად დამაჭირა, ხან სად. ბოლოს სისხლი აიღეო და ლარინგოლოგს გაესინჯეო.

ლარინგოლოგი 55იოდე წლის სასიამოვნო კაცი იყო, ღიმილით მესაუბრა, მშვიდი ხმით და ყელში რომ ჩამხედა, უიო.. და დასკვნა დამიწერა ფურცელზე: ოპერაცია, ოღონდ სამედიცინო ენაზე სულაც არ ჟღერდა როგორც ოპერაცია, უფრო სასიამოვნოც კი იყო.

სისხლზე ჩავედი. ქალი რომ დავინახე, ტირილი მომინდა, მარა შევიკავე ცრემლები. კროსვორდს ავსებდა და ეტყობა ხელი შევუშალე. ამიღო სისხლი და სიამოვნებით დავტოვე იქაურობა..

მერე თორნიკეს გავუარე და მთელი დღის ნაგროვები ცრემლები გადმოვაფრქვიე. მეშინია.

ჰო, ანალიზის პასუხები ხვალ ან ზეგ იქნება, უნდა გადავრეკო. გლანდებს კიდევ არ ვიცი როდის ამოვიჭრი, ხვალ მენეჯერს უნდა შევუთანხმო როდის გამიშვებს, თორემ რამდენიმე დღე ლაპარაკის თავი არ მექნება.

11 comments:

thomas said...

სულაც არ არის საშიში არაფერი.სამწუხაროა რომ პატარაობაში არ გაიკეთე ეს ოპერაცია,ოპერაციაც არ ჰქვია : )

მე არც მახსოვს,არაფერ.
რძით შემიტყუეს ოთახში დამაბეს და ჰოპ,რომ გამოვედი ხმას ვერ ვიღებდი,ტირილის თავიც არ მქონდა : )

არაუშავს მერე ნევრ ნაყინს გაჩუქებ ხოლმე და გაგაბანძებ და ვოლის ვუყუროთ ერთად :უსერ:

nati kuda said...

ხოო, ხო. და დიდი ემენდემსები.. თუ ეგენი არ მეჭმევა? :უსერ:
არა,დაბმაზე არ დავთანხმდები, თუ დამაძინებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში.

Anonymous said...

araferi araa nat
zalian advilia, mere cotatit getkineba yeli da vso :)

nati kuda said...

ზა ტო სამსახურში არ ვივლი : ))

ღმერთო, რა მეშველება. +ებს ვეძებ ამ საშინებებაში :(

sabaha said...

ნუ გეშინია : )) არ გამიკეთებია მე, მაგრამ ახლა იმაზე ბევრად მეტი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ არ გეტკინოს ვიდრე ადრე, ასე რომ ჩვენი ბავშვობიდან წამოყოლილი წარმოდგენა, თითქოს ძალიან მტკივნეულია და ა.შ. აღარ არის სიმართლე : )))
სხვა მხრიდან შეხედე, წარმოიდგინე ოპერაციის მერე ყელი სად გექნება ვერ მიხვდები :გივი:

nati kuda said...

ბათო, რა ტიპი ხარ :D:D:D

Anonymous said...

საშიში არაფერია, გაიკეთებ ოპერაციას და არარ მოგიწევს მერე პოსტების წერა ავადმყოფობაზე D

jaco said...

რა ბედნიერი ხარ! მოიშორებ! მე კიდევ რომ ჩამოვალ ალბათ მეც უნდა ამოვჭრა და აღარ დაგელაპარაკები მერე ერთი კვირა. ვოტ ტაკ!:)))))

nati kuda said...

jaco: ვერც დამელაპარაკები :D

OTO said...

Операция "Ы" и другие приключения . . . : ) : D : P

აბა შენ იცი, ბევრი არ იტირო : )

Keti said...

ნათი, ნათი, აღარ იტირო :(

საშიში არაფერია