22.10.08

HaLLoWeEn

როგორც იცით, ჰელუონი ცოტა შავბნელი დღესასწაულია (დღესასწაულია 'ვობშე'?). ჰოდა ნამდვილი ჰელოუნი გამითენდება, დილის 11 საათზე სამუდამოდ უნდა გამოვემშვიდობო 21 წლის ნაზარდ გლანდებს (მაპატიეთ, ვიცი საშინლად ჟღერს :D ).

ერთი შეხედვით კი ვარ რემბო, მაგრამ ექიმების დანახვაზე ელეთმელეთი მემართება. დღესაც მოსაცდელში მანერვიულეს სადღაც 4 საათი, მერე როგორც იქნა მივაღწიე ექიმთან და ხვალ–ზეგ ოპერაციაო. გამაქანეს ანალიზებზე, სისხლი ამიღეს ძალიან ბევრი, სამჯერ მიმადებინა პლიტაზე გასათბობად, რომ წამოსულიყო კიდევ. უჟას! მერე ხელ–ფეხზე ქამრები შემომიჭირა ქალმა და კარდიოგრამა გადამიღო, მაგრამ ეჭვი მაქვს იქიდან ვერაფერს გაარკვევენ, გული ისე მიბაგუნებდა : ))

ჩემთან ერთად ერთი 9 წლის გოგო იკეთებდა იგივე პროცედურებს, თან იმას პოლიპებიც აღმოაჩნდა, მაგრამ ისეთი მხიარული იყო, რომ კიდევ უფრო დავიგრუზე

თან თორნიკეც ვერ ვნახე..

ასე, რომ.. ლილიან, სვიით, ჰელოუინიდან ყველანი მოდიხართ ჩემთან

პ.ს. ბუ, როდის უნდა დამხატო?

6 comments:

deka136 said...

araferia sashishi, ise gagiyucheben, verafers gaigeb :D

me ro gavikete, 6is viyavi da gverdze 16 clis gogom iseti isterikebi morto, eqimi imas idzaxda, caiyvanet, amas xels agar vaxlebo :D

nati kuda said...

:))
მე ზოგად ანესთეზიას ვიკეთებ, დავიძინებ ანუ სანამ ექიმი არ მორჩება თავის საქმეს : ))

Keti said...

ნათი...
ყველაფერი კარგად ჩაივლის!! თანაც დავიძინებო, ჰოდა, არ შეგეშინდეს:)

Sweet said...

ნუ გეშინია :2კისს:

მარიამ ბლანკი¹³ said...

ara ara zvirfaso :)

helovinidan yvelani mivdivarte ertad shens pawua proceduraze :) mere shen gamoxval bednieri da chven bevrs nayisn shegazelt saca movaxerxebt :jump:

Donnie said...

უი უი, ნუ გეშინია ნათი, არაფერი ტრაგიკული მაგაში არ არის.

1994 წლის ზაფხულში მაქვს ამოჭრილი მე, მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებდი პალატაში და იქიდან მახსოვს ასე ზუსტად დრო. კაი ბლომად ნაყინიც გავანადგურე მაგ დღეების განმავლობაში... :chups: