8.9.08

ფოტოსესია

კარგი საღამო იყო. მართალია დილით ამინდმა შემაშინა, მეთქი რაღა ფოტოსესია გამოვა ამ წვიმაში-თქო, მაგრამ გამოიდარა და დავიძარით ჩვენც: მე, თორნიკე და ლაშა. ბიჭები აპარატებით, მე კიდევ - მუზა : )))

ჰო, მანამდე დეიდაჩემთან წავედი, სადარბაზო შემეშალა და მეხუთე სართულზე აბობღებულმა მხოლოდ მაშინ შევიტანე ეჭვი, როცა კარზე დიიდი ანაბეჭდის ჩუტყვავილა დავინახე მიკრული, დეიდაჩემი და ჩემი ორი2 40 წელს მიტანებული დეიდაშვილი კიდევ მაგის გამკვრელები არ იყვნენ. თან ზარი რომ დავრეკე, იქიდან ვიღაც მძინარე მამრის არცთუისე სასიამოვნო ხმა შემომესმა ”რომელი ხარო” და კარი ვიღაც წელს ზემოთ ტიტლიკანა უცხო ბიჭმა გამიღო. მეთქი უკაცრავად.. და გამოვიქეცი : ))

მერე კოლმეურნეობა - ლესელიძე - უცნობი ქუჩები - საყვარელი გუდიაშვილის მოედანი - პურის მოედანი - შარდენს გვერდი ავუარეთ და ბოლო გაჩერება - მტკვარი. არა, მტკვარზე არ გავჩერებულვართ, ტივების ნავსადგურზე(თუ ტივსადგურზე?) ჩამოვსკუპდით.
მერე შუქების ანთებას ველოდეთ და მტკვართან დამაგრებული ნათურები მაინც არ ჩართეს და წამოვედით გულდაწყვეტილები : )

კარგი საღამო იყო, მშვიდი. და ახლა ტრევისის ალბომებით ვცდილობ ის განწყობა შევინარჩუნო.

8 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

vaii rogor mainteresebs ra gadaRo Boo-m :D
nichieri da cucunaa raa!!

Unknown said...

ფოტოები დაიდოს :ბოლი:

nati kuda said...

ჯერ დაცალონ ფირები, მერე სანამ ისინი დისკზე გადაიტანენ.. და მერე დავდებ : ))

პ.ს. შტატივი ვიყავი :))

Keti said...

კარგი განწყობაა შენს პოსტში.. აი, ისეთი, მტკვრისპირის ნიავიანი :)

Unknown said...

"პ.ს. შტატივი ვიყავი :))"





:ლოლ: :ლოლ:
=)))))))))))))))))))
გმირული წვლილი შეგიტანია :)))))

Kate said...

სურათზე გამახსენდა, ბრ–ში რატომ არ არის სურათი???

აუ, მეც როგორ მიყვარს სურათები.

ხომ დადებ???

m i r a m a x said...

სურათები დაიდოს!!

deka136 said...

ha, deb tu ara suratebs? :D