22.7.08

The mess we're in and ohhh...

ჰოდა.. გუშინ მეასეჯერ დავალაგე ტანსაცმლის კარადა, რომელიც ძირითადად ჩემი ძვირფასი დის მეშვეობით იყრება. ნერვები მეშლება ხოლმე, დილით ამდგარი ტანსაცმელს რომ ვერ ვპოულობ, ღამით გამზადება კიდევ არ მიყვარს, რა ვიცი რა ხასიათზე გავიღვიძებ ან რა ამინდი იქნება და ამიტომ სულ სირბილი მიწევს, რომ დანიშნულების ადგილზე დროულად მივიდე.

ქეთოს კიდევ რამდენჯერმე დავემუქრე, მაგრამ არ გაჭრა.  ერთი კვირა თუ გაძლო, მიღწევაა..

ჰოდა გუშინ გონება გამინათდა და..


კარადის ’მოპილასოსების’ მერე ყველა თაროს მივაწერე, რა სად უნდა დაედო

ესეც შედეგები:





The mess we're in and ohhh...


პ.ს. მცხელაააა, წყალიი   

15 comments:

Anonymous said...

მე და ჩემს დას სულ მაგაზე გვქონდა ჩხუბი. ნუ ის რევდა რა, შეყოფდა ხელს და ატრიალებდა რამის ძებნა რომ უნდოდა. მერე მე მბრალდებოდა.

რაც გადმოვედი საცხოვრებლად - და დაინახა დედაჩემმა, რომ კარადა ისევ არეული აქვს ბარბის, ყველაფერი თავის ადგილას დადგა, სამართლიანობამ იზეიმა და ძლივს აღიარეს, რომ მე არ ვიყავი ამრევი :დ

nati kuda said...

ააარა, სახლში ყველამ იცის ვინ ურევს : ))))

პერწკლი said...

ნეტა ჩემთან შეგახედათ.....
ორი მაიკა დავკარგე კარადაში
უნამუსო ვიყო იქ იყო და ვეღარ ვპოულობ :ქრაი:
ჩემი ბრალი არაა, კარადაა ძალიან მოუხერხებელი, ვალაგებ კაპიტალურად მარა ორიოდე დღეში ყველაფერი ერთნამეთზე და ერთად დევს, ნუ, შეკუჭული არა მაგრამ ზატო მაიკები, შარველები და ჯემპრები ერთმანეთს ეხუტებიან ხოლმე :უსერ:

OTO said...

У М Н И Ц А : P

P.S. ახლახანს დავბრუნდით Delinquent კლიენტებისაგან ცნობილი ამოღების ჯგუფი: მე, ნინორე, მიშკა, ჩიქო და ლევანჩო

თუმცა, როგორც ყოველთვის, თითქმის ვერაფერი ვერ ამოვიღეთ

:EXHAUSTED SMILEY:

Anonymous said...

magari Skafia nawerebiT :D
--------------------------
nikala1.log.ge

jaco said...

„ამათ იშვიათად ვხმარობთ!
გრძელმკავა მაიკები უკან!“:D:D:D მაგარი იყო:)

Alucard said...

ar mikvars cesrigi. :)

sabaha said...

Pj harvey & Thom yorke :love:
ეგ სიმღერა არაა? :)))
ჩემთანაც ანალოგიურად
მე ვურევ, ჩემი და ალაგებს
მერე მემუქრება, აურევ და აღარ დავალაგებ, მაგრამ სად წავა? :)))
არ მესმის როგორ უნდა დავკეცო ტანსაცმელი კარადაში შელააგებისას
:(((
ან რაღაცას რომ ვეძებ დილით და ძალიან მეჩქარება, ისე როგორ უნდა მოვძებნო , რომ არ აირიოს

nati kuda said...

პერწკლი: ჰო,აქაც მასეთი ამბავია ხოლმე. ჟაკეტი დავკარგე, არადა როგორ მჭირდება.. :(

ოთო: ვამაყობ თქვენით :თავზე_ხელის_გადასმის_სმაილიკი:

ალუცარდ, უტვინო: ვერ ვიტან უწესრიგობას, დილით საათობით ვეძებ ხოლმე მერე ტანსაცმელს და ვაგვიანებ ყველგან :|

ჯაკო: მანდ დაპატარავებული ტანსაცმელია ნაგულისხმევი :)) მაგრამ გასაჩუქებლად ვერ ვიმეტებთ :)))

(c) Anika said...

მე და ჩემ დასაც ეგ პრობლემა გვაქვს.

ოღონდ...

პირიქით. :P ის ალაგებს და მე ვურევ.
ეს პოსტი ხომ არ წავაკითხო? :D

deka136 said...

ჩემთან სახლში კიდე მე და ჩემი და ვურევთ :D

nati kuda said...

anika: წააკითხე და მეორე დღეს შენც დაგხვდება წარწერები კარადაში :)))


დეკა: ჰოო.. მაშინ არ ვიცი :))

Jenny said...

მე მარტო ვურევ მაგრამ იმდენს ვურევ თითქოს მთელი რაგბისტების გუნდი ურევს :user:

m i r a m a x said...

კუდააააააა ლოოლ გავიგუდე :)))))
მაგარი ხარ რააა :დ

წარწერებმა დაგლიჯა :D:D:D:D:D:D

nati kuda said...

მომილოცეთ :ბის:
კარადა დღემდე დალაგებულია :ჯუმპ: