მართალია საამისოდ არც თუ ისე კარგი მიზეზი მაქვს: გარაჟი გატეხეს ისევ. მეძინა და ძილში რაღაც მსგავსი ფრაზები ჩამესმოდა და უცებ გამოვფხიზლდი. ქეთო და დედიკო იცმევდნენ და შენ სახლში დარჩიო, მომაძახეს და გავიდნენ. აივნიდან ვიხედებოდი, ხალხი ადიოდა და ადიოდა გარაჟთან. მერე ჩხუბის ხმა მომესმა და ვერ მოვითმინე, ჩავიცვი მეც და ავედი ძლივს გახელილი თვალებით. ჰოდა.. ბირჟა გავიარე მანამდე, ვიღაც კაცი პატარა ღლაპებს ლექციას უტარებდა ქურდობაზე (სტატუსზე ანუ). მერე ბაღში შევედი და არავინ დამხვდა, თან შუქი არაა იქ გაყვანილი და ბნელა. დეე_მეთქი, დავიძახე და სრული სიჩუმე.. ცოტა შემეშინდა. მერე შორიდან გავიგე ხმები, ნაცნობ ნივთებს წააწყდნენ. ცოტა ხანში გამოჩნდა ათიოდე კაცი (ქალიც, მათ შორის), დატვირთული იყვნენ ქვაბებით, ბოცებით, ქილებით, რკინეულობით.. სადღაც მთის ძირში აუტანიათ და დაუყრიათ.
მერე მეზობელი პატრული ამოვიდა და ჩხუბიც დაიწყო.. ჰო, ქალებს გაუგიათ სახელი ერთ_ერთი ქურდის და შესაბამისად ოთხივე ამოცნობილ იქნა. დასცხეს ერთმანეთს სიტყვებით მხოლოდ. მაგრამ უბანი უბანია, ყველამ ყველაფერი იცის.
შევალაგეთ ყველაფერი ისევ და კარი ჩავკეტეთ. იმედია ხვალ დილამდე აღარ შევლენ. თან მამი რუსთავში დარჩა და სამი ქალი ვართ მხოლოდ. ქეთო შეშინებულია, მანქანა არ დამიმტვრიონო : )) იმედია ცხელ გულზე მართლა რამეს არ იზავენ, რავიჰ..
ჰოდა ასე.. ხვალ წაიკითხავ და რატომ არ გამაღვიძეო, მისაყვედურებ, მაგრამ ძილს ვერ დაგიფრთხობ ვერაფრით

7 comments:
A Nightmare on Babiskhevi Street :)
რა საშIნელებააა კაცო, მანქანებს კიდევ იპარავენ ჩვენთან??? :(((
ჰმ... უბანში რო ვიღაცამ გარაჟი გამიტეხოს (უბნელმა), ან ვინმე ნებისმიერს რო გაუტეხოს, ხო უნდა მოვაჭრა კუტაკვერცხები? :\
დედა უნდა იგინო ხმამაღლა ორშაბათ და ოთხშაბათ დილაობით და აღარ გაგიტეხავენ
ქვაბების მოპარვა, ლოლ.
რამდენიმე წლის წინ ჩემი ნაცნობის სახლი გაქურდეს... სარეცხზე გაკიდული სველი თეთრეულიც კი ჩამოხსნეს.
რა ჰქვია ამას? :დ
ცუდი ხალხი ეგ!:)
მანქანებს იქ არ ვაყენებთ, კაცო : )) ვიცით რა უბანშიც ვცხოვრობთ : ))
აგინეს საგინებელი და ერთი-ორი წაუთაქუნეს კიდეც : ))
ალბათ ჯართში უნდოდათ ჩაბარება :(
Post a Comment