9.6.17

პროგრამა მაქსიმუმი

30 წლის ასაკში პროგრამა მინიმუმი ფრიადოსანი მოსწავლესავით შევასრულე:
  • ხე დავრგე;
  • სახლი ავაშენე;
  • ბიჭი გავაჩინე.
გარდა ამისა, მაქვს სტაბილური სამსახური, კარგი სამეგობრო წრე, არაჩვეულებრივი მშობლები, ძაღლი, მეტნაკლებად საინტერესო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მინდა, რომ:
  • ვნახო მინიმუმ 5 ქვეყანა;
  • ვისწავლო რამე ახალი (ეს ნაწილობრივ განვახორციელე, სწავლა დავიწყე და იმედი მაქვს ჩემი უჟმური "მასწავლებელი" ხუთი წლის შემდეგ მაინც მეტყვის, რომ კაიტიპი ვარ);
  • ხელფასი მქონდეს მინიმუმ 2-ჯერ მეტი;
  • სესხის ჩანართში ჩემი იპოთეკური სესხი აღარ ჩანდეს;
  • მოვიწყო სახელოსნო;
  • ჩემი ეზო იყოს ისეთი, როგორიც მინდა, რომ იყოს.
მშვიდობა მსოფლიოში, შვილი კარგად მყავდეს, გარშემო ყველა იღიმებოდეს, შიმშილით ხალხი არ კვდებოდეს და სხვა მის მსოფლიოს სფიჩიდან ისედაც იგულისხმება.

4 comments:

Kiwi said...

დაე! <3

Anonymous said...

აუ მე ჯერ არცერთი არ მიქნია ამ სამიდან. არადა, მეც 30-ის ვარ :(

ჰოდა, ძალიან კარგი სურვილებია და ყველა უნდა აასრულო.

თოკოროკო said...

მეც მალე გავხდები 30 - ის და მე დალოცვილმა, კაი სახლი არ ავაშენე არ ავაშენე, არც ბავშვი მყავს მარა ხე ხო შემეძლო დამერგო. არც ეგ გამიკეთებია. ვწუხვარ რო შენნაირი "ჟილკიანი" ვერ ვარ!

თოკოროკო said...

შენ კიდე გისურვებ ყველა მიზნის განხორციელებას ;)