17.5.17

you don't know me

ჩართე
ძალიან არ მიყვარს ადამიანების დაყოფა რაიმე ნიშნით, გემოვნებით, ჩაცმულობით, ინტერესებით, რავი, მილიონი რამე შეიძლება იყოს. ყველა ისეთია, როგორიც არის.

მეც ისეთი ვარ, როგორიც ვარ. კომფორტული ჩაცმულობა მიყვარს, სევდიანი მუსიკა, მარტო ცეკვა და ღვინის წრუპვა, ფეხით სიარული, "ჟიზნენი" დრამები, ისეთი ბარები, თავი რომ სახლში გგონია და არაფერში შეზღუდული არ ხარ.

ჰოდა, რატომ ვწერ ამაზე. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ზოგს უცნაური ვგონივარ და გამიკვირდა. ისე, რა საინტერესოა სხვები როგორ გხედავენ და რას ფიქრობენ შენზე. საინტერესოა, ოღონდ იმ კუთხით არა, რომ მერე ადგე და რამე შეცვალო ან შეიცვალო. უბრალოდ, კარგი იქნებოდა საკუთარი თავის დანახვა სხვა ადამიანის თვალით.


4 comments:

Kiwi said...

აუ კუდა, რამდენჯერ მიფიქრია იცი?!))
ძალიან საინტერესოა მართლა, მეც მიყვარს ზემოთჩამოთვლილი რაღაცები ძალიან, განსაკუთრებით ბარები სადაც თავი სახლში გგონია, ფეხით სიარული და ღვინის წრუპვა, კკიდე კომფორტულად ჩაცმაც :))) ჰაჰა, ჩამოთვლა აღარ იყო საჭირო მგონი,

გამიხარდა შენი პოსტი ძალიან, გუშინ ვფიქრობდი შენზე, გზაში, მიუხედავად იმისა რომ რაღაც პერიოდი ყავას ვეღარ ვსვამ, როდის უნდა დავლიოთ ყავა ერთად?!

შენ ყავა, მე წყალი :))) <3

Anonymous said...

რამდენი წელია მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ? 10. ჰოდა, ჩემთვის შენ ხარ სადღაც შუაში გოგოსა და ბიჭს შორის. და მსიამოვნებს, ასეთი რომ ხარ.


ეს კლიპი წლების წინ ვნახე და მაშინ ვთქვი, ამას მეტი აღარ მოვუსმენ-მეთქი. სულ მგონია, რომ ჯონისა და მიშას პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაშიც ეგეთი დაუცველები არიან რაღაცნაირად. რა შუაშია, მაგრამ ჰო.

kuda said...

@k84u შუაში რანაირად გავიგო? :))
აუ, კლიპებს არ ვუყურებ ხოლმე ზოგადად, გავლენას ნაკლებად ახდენს. მოუსმინე.

OTO said...

რედიოჰედის საყურე ისევ გაქვს ? :D