5.8.16

მალაგა

მალაგას რომ ჩაწერთ google search-ში, პირველი, რასაც აგდებს, მომხიბლავი პლიაჟებია, ლამაზი ქვიშა, სუფთა წყალი... მოკლედ, ჩამოდიო, ფოტო იძახის.
ჰოდა, ჩავედით.
სახლი გარეუბანში აღმოჩნდა, ცენტრში ვერ დაპარკინგდებითო, ამიტომ ავტობუსით წავედით მალაგეტას პლიაჟზე.
გზის ერთ მხარეს ზღვაა, მეორე მხარეს - კორპუსები. აქა-იქ ძალით გახარებული პალმა, ჭუჭყიანი ქვიშა და ბინძური წყალი. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული.
ძალიან დაგვწყდა გული, არ ველოდით ასეთს.
ამასობაში თეომ ვიღაც ადგილობრივებისგან გაარკვია, რომ მოშორებით ახალი პლიაჟები იყო გაკეთებული ბარებით და კაფეებით. დავიძარით იქით.
გზად კორიდას სტადიონზე აღმოვჩნდით, ვარჯიშობდნენ ტორეადორები. ძალიან სასაცილო იყო პლასტმასის ხარის დევნის ყურება.
ახალი ბულვარი ძველ ქალაქში აღმოჩნდა. ძალიან საყვარელი ადგილია, წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს ზღვა და ქვიშა, მეორე მხარეს კედლებზე შეფენილი სახლები და შუაში გნომების სახლები, პირდაპირ მიწიდან რომ შედიხარ და თავი თუ არ დახარე, კარში ვერ შეეტევი.
თევზის საჭმელად რაღაც პანსიონატის სასადილოს მსგავსი კაფე გვირჩიეს და ძალიან გემრიელად და მისაღებ ფასად დავაგემოვნეთ მაყალზე შემწვარი თევზის ასორტი, რვაფეხები და სანგრია. პაელა არ ვარგოდა.



მეორე დღეს ადრიანად გავუდექით გზას მარბელასკენ. დრო არ გვქონდა დასარჩენი, ზღვას გადავხედეთ, პატარა პარკში შევისეირნეთ და მაღაზიაში ხილი ვიყიდეთ. ძალიან კარგი ადგილია.

No comments: