"პაპუტკის" ქართული შესატყვისი გვაქვს? არ ვიცი, მე გარშემო სულ "პაპუტკა" მესმის. ალბათ დამემგზავრე? გამიყოლე?
დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ საკითხში.
პირველად ბაკურიანიდან წაღვერამდე გავყევით მანქანას, იმდენი ვიყავით, მე და ერთი გოგო საბარგულში ვისხედით. მაშინ 10 წლის ვიყავი.
მეორედ მე და თორნიკე წამოვედით საირმიდან ფეხით, ქუთაისამდე გვინდოდა ჩასვლა, მარშუტკა გადიოდა რამდენიმე საათში და არ დაველოდეთ. არავინ გვიჩერებდა. მერე წყაროსთან წყვილი გაჩერდა, გაუკვირდათ, ქართველები რომ ვიყავით, ბაღდადამდე გაგვიყოლეს და ფულიც შემოგვთავაზეს, თუ არ გაქვთო.
მესამედ იყო შარშან, თბილისი-ბათუმი. მატარებლის ბილეთი ვერ ვიშოვეთ, მარშუტკით დაგვეზარა. გავიყავით ორ ჯგუფად. ჩვენ სამნი ვიყავით. მცხეთის ხიდთან გაგვიჩერა მანქანამ, ქუთაისამდე წაგვიყვანა, სწრაფა დადიოდა და ტაშ-ფანდურებს გვასმენინებდა. ქუთაისში ტრაილერი გავაჩერეთ, გურიის გადასახვევთან მიგიყვანთო. გზად ყავა გვიყიდა, ისეთი ტკბილი იყო, ვერ დავლიეთ (ვირო მადლიო, რა :D). გადასახვევიდან ისევ ტრაილერმა გაგვიჩერა. გამოძინებაც მოვასწარით უკანა სავარძელზე და გემრიელი ვაშლიც გვაჭამა. კარგი კაცი იყო, ნომერი მოგვცა, 2 დღეში უკან ვბრუნდები და წაგიყვანთო. ძალიან კომფორტულად ვიმგზავრეთ. ღამის 12-ზე გამოვედით თბილისიდან და მზის ამოსვლას ზღვაზე შევხვდით.
მეოთხე მგზავრობა იმდენად მცირე მანძილზე იყო, ნამუსიანი ტაქსის მძღოლი ფულსაც რომ არ გამოგართმევს, უბრალოდ დაღლილები ვიყავით, ჩანთაში ბოთლები გველაგა და წინ დიდი აღმართი იყო ასასვლელი.
მოკლედ, რატომ ვწერ ამ თემაზე. ბათუმიდან რომ ვბრუნდებოდით, სადღაც რიკოთზე შავმა ბიჭმა დაგვიქნია ხელი. გააჩერე_თქო, თორნიკეს ვთხოვე. თურმე ორნი იყვნენ, ჩვენ კიდევ უკანაც ბარგი გველაგა. ოღონდ წაგვიყვანეთ და ერთმანეთზე დავსხდებითო. ფული მოგვპარეს და თბილისში ვბრუნდებითო, არავინ გაგვიჩერაო. ისეთი დაღლილები იყვნენ, თბილისში ძლივს გავაღვიძეთ.
მესმის, რომ ყოველთვის არის გარკვეული რისკი, როცა უცხო ადამიანს ისვამ მანქანაში და მარტო მე რომ ვყოფილიყავი, არ გავუჩერებდი, მაგრამ თუ უშიშარი ხარ ან მარტო არ ხარ გააჩერეთ მანქანა!
და მანქანაში ადგილი გაქვს, რატომ, რატომ არ უნდა გააკეთო სიკეთე? შეიძლება გზის ფული არ აქვს, შეიძლება ასე სიარული უყვარს, რა მნიშვნელობა აქვს?!

6 comments:
you are too sweet!
mikvars aseti tavgadasavlebi...
amerikul kinoebshi amis magalitebi bevria ...
ertxel citel jvarshi vmushaobdi da samegrelos soflebshi varigebdit daxmarebas. romeligac sofelshi gavucheret cvimisgan galumpul ramdenime bichs :) tan eridebodat da tan moeconat chveni manqanit mgzavroba. cesit ar sheizleboda, magram aset situaciebshi cesebi sisuleled gechveneba :) ra mnishvnelovani ambavi esaa, magram, xom xedav, amdeni celia maxsovs :)
მე ავტო-სტოპსაც ვეძახი-ხოლმე :) არვიცი რამდენად ქართულია )) ხო, მარტო მეც შემეშინდებოდა ალბათ, მარა როცა ადგილი გაქვს რატო არ უნდა გაუჩერო ვერ ვხვდები, იქეთ შეგვითავაზებია ხანდახან წამო წაგიყვანთთქო როცა დგას მარტო ვინმე ქუჩაში :)
ამ უიქენდზე კიდევ დავიმგზავრეთ ხალხი, თანაც ორჯერ. თორნიკეს ვაჩვევ :)))
მე მეშინია ხოლმე, ხშირად მარტო ვარ. მაგრამ ამას წინათ ქალს გავუჩერე, დაახლოებით 7 კმ–ის მოშორებით სოფლამდე გამომყვა და დიდად დამლოცა ჩასვლისას:)
მართალ.
და გამიხარდა აქ ამ თემაზე პოსტის არსებობა : )
ისე, თავის დროზე კინაღამ მე არ წამიცდა ხელი ამ პოსტის სურათის ჩემთან გამოყენებაზე... გვერკვია მერე ვინ პირველი და ვინ ბოლო ( :
ნუ, მე პირველი :))
Post a Comment