სად არის ქობულეთის ნაკრძალი? ქობულეთში. მართლა, ქალაქში. 642 ნომერთან ჩაუხვიეთ, გზაჯვარედინზე პირდაპირ გააგრძელეთ სვლა და სახლები რომ მორჩება და შემოღობილი ნაკვეთი გამოჩნდება, აი, ეს არის ქობულეთის ნაკრძალი. ერთი შეხედვით ყანაა, ნიშნებიც არაფერს გვეუბნება, მაგრამ დამერწმუნეთ, ხიდზე რომ კარს შეაღებთ და გადახვალთ, ნაკრძალში ხართ. ფოტოები რომ არ მქონოდა ნანახი, ვერაფრით წარმოვიდგენდი.
ხიდს იქით საინფორმაციო დაფებიცაა, რომელიც გვაუწყებს, რომ აქ ტორფიანი მიწაა და ჭაობის დონე ყოველთვის ერთია, მიუხედავად იმისა, რომ წვიმით იკვებება და არავითარი შემომავალი წყალი არ აქვს. ფოტოებიცაა აქ აღმოჩენილი უძველესი ჭურჭლისა და სამკაულების.
ხის ბილიკით გადადიხართ მეორე ზონაში, სადაც კოშკია. ცოტა ჭრიალებს, მაგრამ ოთხი კაცი ავედით და არ დანგრეულა. სასიამოვნოდ გრილა და არც ქობულეთური ხმაური და მუსიკა შეგაწუხებთ. შეგიძლიათ ფრინველებს დააკვირდეთ, მაგრამ ჩვენ წერო არ შეგვხვდა.
კოშკურის მერე ისევ ხის ბილიკია, საიდანაც მესამე ზონაში გადადიხართ და როგორც apa.gov.ge გვეუბნება, დროზერა შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ მესამე ბილიკს იქით გზა ისეთი გასაწმენდი და მოუვლელი იყო, რომ არ გადავსულვართ.
მოკლედ, ისეთი ადგილია, მხოლოდ ნაკრძალის სანახავად რომ არ უნდა წახვიდეთ. გზად თუ მოხვდებით, შეიარეთ. კაციშვილი არ დაგვხვედრია, ამიტომ არც რამეა გადასახდელი.

ფოტო და რუკა აღებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდიდან.
No comments:
Post a Comment