29.6.14

DIY ფერადი მაისური

ალბათ ყველას გვაქვს მომენტი, როცა რაღაცა ძალიან გვიყვარს და გაფუჭების შემდეგ მაინც ვინახავთ, იმიტომ, რომ გადაგდება გვენანება. ასე მიყვარდა ერთი მაისური, რომელიც ბიჭების სექციაში ვიყიდე 7 ლარად ფასდაკლებაზე და ძალიან ძალიან კარგად ვიხმარე, სანამ უეცრად არ დალაქავდა From Millan.Net

პრინციპში დიდი ხნით არ მოუწია დასვენება, იდეა გაჩნდა, ავიღე მაისური და მოვხატე აკრილის საღებავებით, რომელიც რეცხვასაც გადასარევად უძლებს და მალეც შრება.


როგორია?

4 comments:

Kiwi said...

მშვენიერი :3

Tina Nadiradze said...

მაგადი ადის!

აწი ვიცი, ვის მივმართო, როცა მსგავსი სიტუაცია მექნება! :) ქვედაბოლოსაც მოუხდებოდა ეს ორნამენტი.

Keti said...

რა ლამაზია! აკრილის საღებავებზე ვიცოდი, მაგრამ აქამდე არასდროს მიცდია. არადა მაქვს სახლში. ჰოდა, თუ რამე, გავიხსენებ შენს გამოცდილებას :)

Unknown said...

!dzalian magari