10.6.14

ბენი, როგორც ასეთი

ცოტა ხნის წინ სიზმარი ვნახე, ვითომ ბენიმ სახლში ბოზი მოგვიყვანა, შვილებით, მიყვარს და რჩებაო და კარგი_თქო. რა მექნა. დილით რომ გამახსენდა, ბევრი ვიცინე. მერე სოფის მოვუყევი, ეტყობა დედობრივი ინსტინქტია_თქო და დამეთანხმა.

ჰოდა, რატომ მოვყევი ეს. ჩემის აზრით, შინაური ცხოველის/ფრინველის ყოლა ახალგაზრდა წყვილისთვის დიდი გამოცდილება და ერთგვარი რეპეტიციაა შვილის ყოლამდე. აქამდე თორნიკე სულ ამბობდა, ბავშვი რომ გვეყოლება, მე არ შემაწუხოთ, არ გამაღვიძოთ და ა.შ. ბენის ხელში უძილო ღამეებსაც გაუძლო, მოსაქმებულსაც წმენდდა გადაჩვევამდე, აბანავებს, აჭმევს, ვარცხნის, ასუფთავებს.. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ამ წუწუნ-მუქარის მიუხედავად, თორნიკე მშვენიერი მამა იქნება.



5 comments:

babisa said...

hahhah მაგარი ფოტოა მეორე :))))

Sophie שרה Golden said...

Lol
Uzilo gameebi ratom? Me kidev zaglis "agzrda" uadvilesi megona :-/

kuda said...

პატარა რომ იყო, იღვიძებდა ხოლმე ღამე და წკმუტავდა. იძულებულები ვიყავით გაგვერთო და შესაბამისად 5-ზე ან 6-ზე გვეღვიძა. რაც გაიზარდა, გაღვიძებისთანავე მოდის, ლოგინში გვიხტება და ძინავს ჩვენს შორის სანამ არ ავდგებით, იქამდე :D
ახლა კბილების მოცვლის პერიოდი აქვს. დღეს დილითაც უკანა კბილი მოსძვრა, სისხლი გადაეყლაპა და ცუდად გახდა :(
აბა.. სულაც არ ყოფილა ადვილი, მეც არ მეგონა, ამდენი სახლაფორთო თუ იქნებოდა.

Kiwi said...

კი, კარგი გამოწვევაა ნამდვილად :3 მეც მიფიქრია მაგაზე ))

Tina Nadiradze said...

იმ დღეს რა შეწუხებული იყო სიცხისგან :( ლაპარაკი არ იცის, თორე სხვა მხრივ ადამიანია. :)