20.12.13

ტელეფონი

თორნიკემ თავისი ძველი ტელეფონი მე გადმომილოცა. დღეს დილიდან ვზივარ და ვუჩხიკინებ. წეღან ტელეფონის ნომრების გადატანა დავიწყე და ჩემს თავზე მეცინებოდა. ზოგი ისეთი ნომერი გადავიტანე, რომელზეც ბოლო რამდენიმე წელია არ დამირეკავს, მაგრამ ასე მგონია, თუ წავშლი, ყველა ძაფი გაწყდება, რომელიც გვაკავშირებდა ან ოდესმე დაგვაკავშირებს. უცნაურია, არა? 

1 comment:

babisa said...

ან იქნებ როდის დაგჭირდეს და იყოს.
მეც მაქვს ასეთები : )