როგორც ვვარაუდობდი, საკანცელარიო ნივთებში ქექვა მომბეზრდა და სხვა გატაცება მაქვს: კერვა. სამწუხაროდ, აქაც არ მიწყობს გარემო ხელს. ჩემი სუპერ-ბუპერ საკერავი მანქანა გარაჟში ავიტანეთ და ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა, დაშალეს და სავარაუდოდ ვეღარც ავაწყობთ. მამიდაჩემს ვთხოვე მანქანა, ძველია და ზოგჯერ ისე შეჯდება ხოლმე ვირზე, კივილს ვიწყებ. სხვა რა გზაა. თან მუზა მაინცდამაინც თვის ბოლოს გამეხსნა, სახლში ქსოვილების არც ისე დიდი არჩევანი მაქვს, რაც დასაჭრელი ვნახე, ყველაფერი დავჭერი. აი, ჩამერიცხოს ხელფასი, მოვიცალო და გავიჭრები ველად ლილო მოლიში და სულ ჭრელ-ჭრელ მასალას მოვზიდავ, თუ მანამდე მუზამ არ გადამიარა.
ესეც ამ ერთ კვირაში შექმნილი "კოლექცია":
და ჩვენი გოგო, რომელსაც ჯერ სახელი ვერ მოვუფიქრეთ. ვარიანტები ასეთია: ჯუნო, მოლი, ტორი, ლეილა. რომელი?
ესეც ამ ერთ კვირაში შექმნილი "კოლექცია":
და ჩვენი გოგო, რომელსაც ჯერ სახელი ვერ მოვუფიქრეთ. ვარიანტები ასეთია: ჯუნო, მოლი, ტორი, ლეილა. რომელი?
5 comments:
lei laaaaa
რა საყვარელი რამეებია! :)
ძროხა, ძაღლი და გოგო <3
მგონი მოლი უხდება :)
P.S. ისა.. შეგიძლია, რომ ბლოგროლ -ში ჩამამატო? :))) [http://tojina.wordpress.com/]
ძალიან მინდა შენი გაცნობა და შენთან მეგობრობა. არ ვიცი, რა ძალა მექაჩება :დ
სიამოვნებით :)
Post a Comment