14.5.11

კოსტუმჩიკ მოი

საჭირო მასალა:
-მზა კოსტუმი;
-ღილები;
-ჰალსტუხი.
ყველაფერი ეს გემოვნების მიხედვით.

მომზადება:
1. ვხსნით კოსტუმს ყველა ღილს;
2. ვჭრით ჰალსტუხს საჭირო ზომებად, გადაკეცვის ადგილებს ვაუთოვებთ;
3. დაჭრილ ჰალსტუხს ვაკერებთ კოსტუმს მანჟეტების ადგილას;
4. ვაკერებთ ღილებს მანჟეტებზეც და წინ, შესაკრავად.
ვუალა!


მე, ამ შემთხვევაში ღია კრემისფერი კოსტუმი ვიყიდე. ჰალსტუხი მონაცრისფო-მოკრემისფრო ნაჭრისაა ლურჯი ნაკერებით და წერტილ-ვარსკვლავებით. ღილის ფერის იდეაც აქედან გაჩნდა - ლურჯი! ოთხკუთხედი ფორმისაა. შედეგით კმაყოფილი ვარ.


პ.ს. ზოგიერთი თქვენგანი გულში გაიფიქრებთ, ბარემ მზა გეყიდაო, მაგრამ რაც მინახავს, არ მომწონებია, გამოწერა არ მინდოდა, რომ ვერ მოვიხდინო, გული დამწყდება_თქო. ჰოდა, ეს კოსტუმი ზუსტად ჩემი ზომის იყო, თან იმდენად სადა, რომ პირდაპირ მეუბნებოდა, შენი ხმალი და ჩემი კისერიო. მეც, არც ვაციე, არც ვაცხელე, ვიყიდე, გავკერე, ჩავიცვი, წავედი!



4 comments:

babisa said...

მომწონს
შენ რომ გააკეთე კიდევ უფრო ამიტომ

ჰოდა აი კოსტუმსაც რაღაც წერტილები აქვს? ნაჭერს
ან ვერ ვხედავ კარგად ფოტოზე, აი ხვალ ვანხავ , თუ წავედით და ეგ იქნება! :))
მზით გაცვითე :D

Keti said...

ლამაზია და კარგი იდეაა.. მიყვარს, როცა ეხერხებათ ასეთები :)
მეც გამომდის მსგავსი რაღაცების კეთება :)

kuda said...

უი,არა ნინ, კოსტუმს არ აქვს, ფოტოებია მასეთი, დათხუპნული :)))

მადლობა, ქეთი :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

მაგარიაა!!! მევასება კრეატივი და ჰენდმეიდი!! საღოლ კუდა!