15.10.10

სასტუმრო მათუსალა / Hotel Methuselah

დღეს, სამსახურიდან გამოსვლისას, ლიფტში თანაშრომელს 'დავემგზავრე', რომელმაც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილე ერთ-ერთი სპექტაკლის 2 ბილეთი მაჩუქა.
"სასტუმრო მათუსალა" - ასე ქვია ენდრიუ ქუიკის სპექტაკლს.
დადგმა იყო საოცარი, სცენაზე გაცოცხლებული კინოკადრები, მუსიკალური გაფორმება საკმაოდ ზუსტი და მსახიობები, რომლებიც ჩვენს წინ ტრიალდებოდნენ და 3D ეფექტი იქმნებოდა. თუმცა ზედმეტად გართულებული იყო და ეს მასობრივი სექსის სცენები, ბუზები, სისხლი ცოტა გადამეტებულიც ჩანდა.




მოკლე შინაარსი: ჰარი, რომელსაც თავში რაღაც დაუზიანდა ომის დროს, კადრებად იხსენებს წარსულს, ახსოვს, რომ სადღაც ფრანგულად კითხულობდა, ახსოვს, რომ ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომლის არც სახელი ახსოვს, არც სახე. ახლა სასტუმროში, ღამის პორტიედ მუშაობს და უცნაურ ხალხთან უწევს ურთიერთობა, რომლებიც უმტკიცებენ, რომ ჰყავს ცოლი, შვილი და ჯარისკაცია. ამასთან, ყოველდღე, შუაღამისას, სასტუმროში მიდის გოგონა იარაღით და ითხოვს ოთახს, დასალევს და სექსს მისგან. უყვება ჰარის ისტორიას გოგოსა და ბიჭზე, მათ ურთიერთობებზე, მაგრამ არ იცის, როგორი დასასრული აქვს ისტორიას და ჰარის ახსენდება კადრებად მეგობარი გოგონა, რომელიც იყო კი მისი მეგობარი? და ასე გრძელდება მანამ, სანამ ერთ დღეს იარაღის გავარდნის ხმას გაიგებს. მეთოთხმეტე ოთახში, სწორედ იმ ქალის უსულო ცხედრის გვერდით ჰარი საკუთარ ფოტოს იპოვის ჯარისკაცის ფორმით.

2 comments:

pasumonok said...

amave festivalis sxva spektaklze viyavi. Kopenhageni. basilashvili tamashobda. minimaluri vizuali, maximaluri dialogi. 3 saati supta dialogi da meti araferi. magram, ici rogor visiamovne? ramdeni xania saintereso araferi minaxavs, chveni teatri magari mosackeni gaxda!

babisa said...

amaze mivdiodi da bolo momentshi vegar wavedi
ormagad damwyda guli am postis mere :)