- სტატუსი შემეცვალა და მარჯვენა ხელის არათითზე ოქროს ბეჭედს ვატარებ;
- ვნახე სტამბოლი, დიდი ხნის სურვილი ავისრულე, მაგრამ თორნიკემ მოიწყინა და საკუთარი თაფლობის თვიდან დროზე ადრე გამომაქცუნა :( ;
- აღარ გვიწევს ჩხუბი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა "შენ სულ სახლში გინდა, დღეში ისედაც 2 საათით გხედავ", "სად წავიდეთ?" და მისთანებზე;
- მნიშვნელოვნად შემცირდა მშობლებისგან შემოსული ზარების რიცხვი საღამო/ღამის საათებში;
- გაიზარდა სანაცნობო/საახლობლო/სანათესაო წრე;
- დავდივარ მანქანით, ცოლის სტატუსი რომ არა, მამაჩემის ხელში ჯერ კიდევ შორიდან მომიწევდა ჩემი მანქანის ყურება;
- სამაგიეროდ ჩხუბის ახალი მიზეზი მომემატა "რეზკად ატორმუზებ (მე მომიტევეთ :))) )", "ფრთხილად, წინ მანქანაა", "წითელი ანთია", "ჭკუას ნუ მასწავლი, ჩემით გავაკეთებ", "ერთი კვირაა რაც საჭესთან ვზივარ, მაქვს შეცდომის დაშვების უფლება", "გადადი მანქანიდან" და ა.შ.
- კომპიუტერთან ვეღარ ვჯდები, თორნიკეს სულ "საქმე" აქვს და მე დროის მოსაკლავად ან ვალაგებ ან ვკითხულობ ან მოწყენილობისგან ვკვდები და ვიწყებ ბუზღუნს ყურადღების მისაქცევად;
- ქმარმა დაიწუნა ჩემი გოჭი ყულაბა, პატარაა და თან იხსნებაო, თვითონვე გააკეთა ყავის ქილისგან და ჩემი მთელი წლის ნაგროვები 40 ლარი თავისთან გადაყარა;
- ახლა მაგიდას უკვე 2 კაცზე ვშლი ხოლმე, მერე მე ვალაგებ, თორნიკე ჭურჭელს რეცხავს ან პირიქით.
მინუსები:
არის ერთი დიდი მაგრამ, ბიუჯეტის სიმცირის გამო მშობლებთან ვცხოვრობთ და მაინცდამაინც ვერ ვგრძნობ ცხოვრების ამ ახალ ეტაპს.
პლიუსები:
არანაირი კომუნალური, არანაირი ხარჯი საკვებში და + დალაგება-საჭმლის მომზადება "მომსახურებაში" შედის :)
10 comments:
აააწწწ <3 <3
გული ამიჩუყდა <3
კარგია ცვლილებები... საინტერესო თანაცხოვრებას გისურვებ..
<3
გამახსენდა 2წლის უკან ჩვენ როგორ ვიწყებდით და გული ამიჩუყდა :)
სასწრაფოდ ლეპტოპია შესაძენი ოჯახში :დ
ბედნიერებას გისურვებთ ნათ <3
:*** <3
ომგ დამატებით კომპს თუ არ შეიძენთ, ოჯახი დაგენგრევათ :)))
ძაან ძნელია მარტო ერთი კომპით ცხოვრება, როცა ორივე 'მიმჯდარები' ხართ
been there :D
მშვენიერია <3
მოკლედ მეც იგივეს გირჩევ, სასწრაფოდ შეიძინეთ ლეპტოპი... აი ერთლარიანგანვადებიანები ხო არი : )))
კი არა და მიყვარხართ ორივე:* <3
homara mag "magram"s imdeni + aqvs, rom kargiaa mainc..
sachestan jdomis ambebi gamixarda :))
ხო ნუ ყველაფერს აქვს თავისი მინუსი და პლუსი.
ბედნიერ თანაცხოვრებას გისურვებთ.
ლეპტოპი მართლა აუცილებელია, მაგრამ ძვირია და ჰა :((
Post a Comment