თითქმის 3 წლის წინ თორნიკემ პირველად მითხრა, რომ ვუყვარვარ. ისე გავიქეცი, 3 კვირა არ გვინახავს ერთმანეთი. მერე ისე, მეგობრულად ვხედავდით ერთმანეთს, დავბოდიალობდით, მერე მეგობრულად ჩავკიდეთ ხელი და ბოლოს ისევ იმ "მიყვარხარ"-მდე მივედით. შემაბა, მომეწონა და ჩავთვალე, რომ მიყვარს.
2-3 თვეში ზუსტად ვიცოდი, რომ მიყვარდა, ოჯახზე არც გვიფიქრია, ეს დრომ მოიტანა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა საუბარში ახალი ფრაზა შეგვერია - "როცა ერთად ვიცხოვრებთ".
მერე რიგრიგობით გვინდოდა ერთად ცხოვრება, ხან ის იყო წინააღმდეგი, ხან მე. შუალედებში ვჩხუბობდით, ვრიგდებოდით, ვჩხუბობდით და ისევ ვრიგდებოდით.
როცა ზაფხულში დამიჩოქა და ხელი მთხოვა არც თუ ისე რომანტიულ ადგილას რომანტიული მთვარის ფონზე, დავთანხმდი, მაგრამ ერთად ცხოვრებას მაინც ვერ მოვაბით თავი, მიზეზები არ გველეოდა (ძირითადად მე), ვინმე გვჭირდებოდა, ვინც ხელს გვკრავდა, დაგვაჩქარებდა. ჰოდა, წინა სამშაბათს ეს პიროვნებაც გამოჩნდა, გვიჯიკა და შედეგიც სახეზეა, 28 საათში ჯვარს ვიწერთ და პირდაპირ სტამბოლისკენ მივემართებით.
დრო: დღის 3 სთ
ადგილი: ჩიტაძეზე, წმინდა ნინოს ეკლესიაში
დრეს-კოდი: არანაირი შეზღუდვა
საჩუქრები: ყველანაირი სახის
დასწრება თავისუფალია!
15 comments:
samjer davbrundi posttan, me megona dzvel posts vkitxulob da zogadad mgonia, rom smi sukunea tqven ukve ertad cxovrobt :)))
GILOCAAAVT!!!
vaimeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee
vxtivar da vkivi
ara jer vikivi da am dros xtunva michirs
gmertmani anu shabats anu xval??
vaime me mashasadame tavisufal dascrebashi tavi gaviyvane da aaah
gmertmani ♥♥♥♥
Gilocavttqo ki arada ragais gilocav mokled ♥
აუ fuck ხვალ არ მცალია
არადა დიდი სიამოვნებით გნახავდით მახეში გაბმულებს ორივეს :))
ბეეევრი სურათები გადაიღეთ რა და დაყარეთ მერე
ულევ ბედნიერებას გისურვებთ, ძვირფასო! :*
ვაიმე რა მაგარია. :ლავ: :ლავ: :ლავ:
ძალიან მაგარია!!!!
სამწუხაროდ მეც ვერ მოვალ :(((
არადა ძალიან კი მინდა.
<3 აესე ველოდებოდი რომ ძაან მალე იქნებოდა ეს ამბები და მიხარია ეს სტამბული და არატრადიციული ქორწილები :*
გილოცააავთ <3 აუ ულევ ბედნიერებას გისურვებთ ^_^
გილოცავ გილოცავ გილოცაავ!!!!! <3 <3 უუდიდეს ბედნიერებას გისურვებ
აქაც გილოცავ :)
სულ ყოველივე კარგს გისურვებ :)
WOW!!! როგორ მიყვარს ქორწილები – ტრადიციული, არატრადიციული, ყველანაირი :)
გილოცავთ!!! რაც მთავარია – have fun and be cool :)
heyy guSin borgiram mitxra :D
grac grac grac gracccccccccccccc :jump:
ნათ გილოცავ, ძალიან ძალიან გამიხარდა <3
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!!!
ჩემი ლამაზუნები <3
ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ! :) გილოცავთ!!!
გილოცავთ ^_^
Post a Comment