20.8.10

შვებულება / ბათუმი

აუტანელი სიცხე, მშვენიერი წყალი საცურაოდ, ერთი შეხედვით სუფთა, თუმცა ალაგ–ალაგ მოცურავე ფეკალიებით. გზად ისე დავიღალეთ, ბინის მოძებნის თავი არ გვქონდა, ნაცნობ ოჯახს მივაკითხეთ და უნახავად დავთანხმდით ერთადერთ დარჩენილ ოთახზე იმის შიშით, რომ ჩემს შემდეგ 2 წუთში მოსულ გოგოს არ დაესწრო. შედეგად მივიღეთ დასაგველი, ცხელი და კოღოებით სავსე ოთახი. მშვენიერი!
როკ ფესტი, როგორ ველოდით. საშინელება! ჯერ ერთი, ზუსტად იგივე ხალხი, ვინც თბილისის მსგავს ფესტივალებს სტუმრობს და თავი აქ მეგონა. მერე მეორე, საშინელი პუბლიკა – აჭარელი კაიბიჭობა, რომლებიც მიკროფონთან მისვლას და დედის გინებასაც კი არ ელოდებოდნენ და კულმინაცია – არანაირი დაცვა ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. ბათუმი როკ ფესტი ჩაფლავდა.
თუმცა შაბათ–კვირას იმდენი მეგობარი შემოგვემატა, თბილისში აღარავინ დარჩა და ცხვირჩამოშვებულები ავედით ბათუმი–თბილისის ჯაყჯაყა ავტობუსში.









© ყველა ფოტო გადაღებულია თორნიკეს მიერ

7 comments:

wasp said...

mag rock koncertze mec viyavi, tumca gvian movedi...mainc vixaliseee...isa da vin aris es simpatiuri axalgazrda bichi suratebshi ? :)))

Kate said...

რა გიკვირს, ისიც საქართველოს ერთ-ერთი ნაწილია.

nati kuda said...

romelia aq simpatiuri? :D

Kate said...

რათქმაუნდა ბერეჟა.

nati kuda said...

aaa :D
gaanebet berejas tavi, dakavebulia :D

Kate said...

"თ" რატომ? მე რას მერჩი??? :D :D :D :D

დაკავებული კი არა, ბოლ'შე ჩემ დაკავებული :D :D :D

casa da poesia said...

J'appelle Anna, mon rubis...


Salut!