24.7.10

მე ვუპოვნე ტვიტ.ჯის გამოყენება, შენ?!

რა არის Tweet.ge? ეს არის სინგულარ ჯგუფის ახალი პროექტი, რომლის მთავარი მიზანიც შენი ნაფიქრების მკითხველამდე მიტანაა ტვიტერის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ შეგიძლია სხვადასხვა ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებს დაუკავშირო და შესაბამისად ეს ინფორმაცია ვრცელდება და მოიცავს მთელს სანაცნობო, საახლობლო, სამეგობრო თუ უცნობთა წრეებს, ვისაც ამ ინფორმაციამდე ხელი მიუწვდება.

ტვიტერის არსებობა შარშან თუ შარშან წინ გავიგე, დავრეგისტრირდი, გავიხედ-გამოვიხედე, მოვიხურე კარი და აღარც გამხსენებია მანამ, სანამ რამდენიმე თვის წინ არ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ვირტუალური თუ რეალური მეგობრების დიდი ნაწილი აქტიური მომხმარებელია. მაშინ ხელმეორედ დავუბრუნდი ამ საიტს, გავაქტიურდი, ორ კვირაში კი ისევ მომბეზრდა. დღევანდელი მონაცემებით ამ პერიოდის მანძილზე 54 ტვიტი მაქვს დაგროვებული, აქედან ბოლო 3 - დღეს.


შესაბამისად, ზინგულარის პროექტმა დიდად ვერ მომხიბლა და აღმაფრთოვანა, მორიგ სისულელედ მივიჩნიე და აზრადაც არ მომსვლია დარეგისტრირება, სანამ...

სამშაბათს მივდივარ ექსპედიციაში გაურკვეველი ვადით. მიმაქვს მობილური, თუმცა კარავში მის დატენვას ვერ მოვახერხებ, ელემენტი კი იშვიათი გამოყენებისას 4 დღე უძლებს და წარმოიდგინეთ, სადღაც ტყეში წასულს აუცილებლად მომიწევს ძვირფასი ადამიანებისთვის (თუ ეს გრძნობა ორმხრივია) იმის შეტყობინება, რომ არ მცივა, არ მშია, არ მწყურია, მგელმა არ შემჭამა და თავზე არ მაწვიმს. აქედან გამომდინარე, დღეს შეგნებულად გავხსენი ტვიტ.ჯი, დავრეგისტრირდი, მივაბი ტვიტერი Google Buzz-ს, Facebook-ს, ბლოგს და ამგვარად ერთი გასროლით ვკლავ უამრავ კურდღელს.

მორალი 1: არასოდეს თქვა არასოდეს!
მორალი 2: ნუ ჩაიქნევ ხელს ნაადრევად, ყველაფერს თავისი დრო და გამოყენება აქვს!

ვუალა! ჩამოვალ და ისევ დავიკიდებ იქაურობას. ერთადერთი რაც მხიბლავს, ეს ტვიტერის ჩიტუნაა, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვუპოვნე ტვიტ.ჯის გამოყენება.

2 comments:

clown said...

წარმატებები ზინგულართან ^_^

Unknown said...

mkvdari tviti ra sayvarelia <3