7.3.10

გაზაფხულდა

ფანტაზია და მარჯვე ხელები
მთელი დღეა სახლში ვარ. რამდენიმე დღის წინ ტანსაცმლის კარადაში ვიპოვნე ბისერებით,რკინეულობით, ტყავის ნაგლეჯებით, ბაფთებით და სხვა მსგავი "საწარმოო ნარჩენებით" სავსე ყუთი. დღეს თავი ავხადე და შევუდექი შემოქმედებით წვას. არსებული მასალით მხოლოდ ამის გაკეთება მოვახერხე, მაგრამ მე მომწონს. პენსიაზე რომ გავალ, ქსოვით, კერვით და მსგავსი რამეებით დავკავდები.

:popcorn:
სკარლეტ იოჰანსონის დღე მაქვს. დილით "The Nanny Diaries" ვნახე, ახლა "Ghost World" და "Manny & Lo"-ს ვიწერ. მომწონს ეს გოგო, ლამაზია როცა სადად გამოიყურება. ზოგჯერ ძალიან იცის ხოლმე გადაპრანჭვა, მაგრამ ჰოლივუდია, რას ვიზავთ, უწევს ხოლმე :)) ფილმებს რაც შეეხება, პირველი არ მომეწონა, ძიძების და მდიდარი ქალების პრობლემებზეა, მიტოვებულ შვილებზე და მუდამ დაკავებულ ქმრებზე. მეორე მომეწონა, ადრე სოფიმ ახსენა პოსტში და მაშინ გამიჩნდა ნახვის სურვილი. მესამე ჯერ არ ჩამირთავს, ვნახოთ. და ესეც აქვე Jaan Pehechaan Ho - Ghost World Soundtrack

იები
არ შეიძლება ეს ფოტო რომ არ დავდო, 2 წლის მანძილზე მეორე ფაქტი, რომ თორნიკემ ყვავილები მაჩუქა. ისე საცოდავად ჰქონდა ჯიბეში ჩატენილი.. მართალია სულ 2 დღე იცოცხლა, მაგრამ ჩემს გულში სამუდამოდ დაიდო ბინა :D
Free Smiley Courtesy of www.millan.net
thomas, you are the BEST!

გუდაური
გუშინ ავისეირნე, ისე. სრიალს არც ვაპირებდი. მოვიწყინე. ნისლი იყო საშინელი და თითქმის მთელი დღე თოვდა. გზაში ფოტოაპარატით ვირთობდი თავს, ზემოთ პატარების ყურებით. რა საყვარლები არიან თავიანთი სიმაღლის თხილამურებით, ჯერ ძლივს რომ დადიან და უკვე სრიალს ცდილობენ. მზე არ მინახავს, მაგრამ სახეზე ცოტა დავიწვი. ესეც ფოტო, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გადავიღე. მე მომწონს და რაც ყველაზე მთავარია, თორნიკემ არ დაიწუნა :)

10 comments:

Natalia said...

დე, ის სამაჯური შენეულია <3

სკარლეტი რა ლამაზია ამ ფოტოში, აუცილებლად უნდა შევინახო. მესამე ფილმი არ მინახავს და აქამდე არც მსმენოდა მის შესახებ, დამაინტერესა.

ხოდა, ეს პოსტიც შენეული იყო და კიდევ love you :*

Sophie שרה Golden said...

სკარლეტი ხომ კარგია, მაგრამ "Ghost world"-ში თორა ბირჩი შეუდარებელია, you'll love that movie. ვგიჟდები ამ საუნდთრექზე და კიდევ ამაზე: http://www.youtube.com/watch?v=JB2POWSnStU&feature=related

Keti said...

საყვარელი პოსტი იყო:) სამაჯურიც ლამაზია და ნისლიანი თუ ყოჩივარდიანი ფოტოც :)

clown said...

საყვარელი სამაჯურია ^_^

Kate said...

სკარლეტი მართლაც ძალიან საყვარელია. მიყვარს მისი ტიპაჟი. თან ვუდი ალენის მუზაა.

თორნიკე ძალიან საყვარელია. ყვავილები მეც არ მიყვარს.

სამაჯურიც ძალიან მალაზია.

და შენ ხარ ძალიან საყვარელი.

Kate said...

გუდაურში ბოლოს აგვისტოში ვიყავი მარიამობაზე და ძალიან მაგარი იყო.

nati kuda said...

ნატალია: მართლა? ჰუჰ, მესიამოვნა :)) აი ლავ იუ თუ <3

სოფი: თორა? კი, გეთანხმები.სიმღერაზეც გეთანხმები.

ქეთი, clown, ქეთი: მადლობა სამივეს დიიდი :*

Unknown said...

ra lamazi samajuriaaaa ^^

დუდიმ მეც მეორედ მაჩუქა ამ ორიოდ კვირის წინ ყვავილებიდ ა ქიმიური და არაყვავილური მეთოდებით ვაცოცხლებ, ისე მიხარია!

babisa said...

აუ ეგ გზა მომენატრა. :(

კარგი სამაჯურია და ფოტოც მომეწონა :))

Meme said...

სამაჯური მომეწონა :)
ხოდა გუდაურში რომ მოიწყინე მაპატიე :(