Is there good or bad or are you just mad
კანარიომ დამთაგა.. ერთი ძველი პოსტი გამახსენდა და გადმოვიტან. ძალიან ცოტა შიეცვალა. შენიშვნებს მივაწერ, ერთი-ორ პუნქტს მივამატებ. ამიტომ მიყვარს ბლოგი, ხედავ როგორ იცვლები.
კანარიომ დამთაგა.. ერთი ძველი პოსტი გამახსენდა და გადმოვიტან. ძალიან ცოტა შიეცვალა. შენიშვნებს მივაწერ, ერთი-ორ პუნქტს მივამატებ. ამიტომ მიყვარს ბლოგი, ხედავ როგორ იცვლები.
- შტერი ვარ, ძალიან შტერი.. გულთან მიმაქვს ყველაფერი, იმაზე მეტად განვიცდი, ვიდრე საჭიროა..
- ბუტია ვარ, მინდა, არ მინდა, მწყინს და ვიბუტები.. ვერ შევიცვლები..
- მიყვარს ყურადღება და შესაბამისად უყურადღებობას ვერ ვიტან. მაღიზიანებს..
- მიჩვევა ვიცი საშინელი და განვიცდი, როცა ადამიანისთვის მეორე პლანზე გადავდივარ.. ცუდი განცდაა..
- სიყვარული შემიძლია უზომოდ, ზედმეტადაც კი.. შეყვარებული არ ვყოფილვარ, არასდროს.. ყურებამდე ვარ შეყვარებული, ამაზე მეტად შეუძლებელია თითქოს, მაგრამ დღითიდღე უფრო მეტად და მეტად მიყვარდება, ალბათ გავსკდები :)
- გავცემ ძალიან ბევრს.. უკან მესამედიც არ მიბრუნდება (( თორნიკეს შემთხვევაში 3/4 მიბრუნდება ხოლმე :))
- მიყვარს შოკოლადი, ნაყინი და თოვლი.. პირველი ორი მასუქებს, ბოლო მალოდინებს და მაინც არ მოდის. ამბობენ წელს ძალიან დიდი თოვლი მოვაო, ვნახოთ.
- ეჭვიანი ვარ ცოტაზე უფრო მეტად, მეგობრებზე ვეჭვიანობ ხოლმე, მიყვარს და იმიტომ . (თავს ვიმართლებ ). თორნიკეზე არასდროს მიეჭვიანია, ნუ, კამერა და ფოტოაპარატი არ ითვლება, არც იარაღი, ესენი სერიოზულ კონკურენციას მიწევენ ))
- ნიჭიერი ვარ, მაგრამ ზარმაცი. ამ ბოლო დროს ძილისგუდაც გავხდი, გვიან ვიძინებ და იმიტომ. 12_ზე მძინავს, 8_ზე ვდგები, მაინც არ მყოფნის.
- არ მიყვარს ჭკუას რომ მარიგებენ, მაგრამ გააჩნია ვინ. ზოგს ვებუტები, მაგრამ ვითვალისწინებ ყოველთვის . (მიყვარხართ)
- უსამართლობას ვერ ვიტან, წელს ამის გამო ლექტორებსაც ვეჩხუბე. არ ვნანობ )) ახლა უკვე თანამშრომლებს ვეჩხუბები ))
- ბავშვები მიყვარს, იმათაც.. ჩემი სანდრი ქვეყანას მირჩევნია, დედას აღარ მეძახის, ’ნათიაც’ დაავიწყდა, მარა გაიზრდება და გავახსენებ ))
- ხშირად ვტირი.. დიდხანს ვიცოცხლებ ალბათ
- მაიმუნი მინდოდა ყოველთვის.. მინ დო და
- ”ფიქრი ისე გამიტაცებს ხოლმე, რომ რეალობა მგონია”... -ჩემზეა ეს დაწერილი. მიწაზე დაშვება ვერ ვისწავლე რბილად
- ვპატიობ თითქმის ყველაფერს. მავიწყდება? ძნელად.
- ყველაზე ყველაზე ყველაზე.. ქეთო მიყვარს და თორნიკე, სხვადასხვანაირად, შედარება არც შეიძლება, არც იმის განსაზღვრა, რომელი უფრო მეტად.
- რომანტიკოსი ვარ, მაგრამ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არ ველოდები )) ის ყოველთვის ან ავტობუსით მოდის ან მეტროთი ან მარშუტკით
- არ მიყვარს მარტივი ხალხი, უინტერესონი არიან
- მშიშარა ვარ ნახევრად.. მეშინია ქარის, ომის და საყვარელი ადამიანების დაკარგვის.. გზაზე გადასვლის შიშებიც დამეწყო, მდას.. გამოცდების მეშინია, გამოცდა რომ ქვია იმიტომ. დღემდე..
- წიგნების სუნი მიყვარს, კითხვაც.. მინდა ჩემი მაღაზია მქონდეს
- მექნება : ) ძალიან მინდა!!
- ოპტიმისტი ვარ და ცხოვრება მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მაბრაზებს ხოლმე
- ვერ ვიტან ტელეფონს, ზარის გაგონებაზე მბურძგლავს, საყიდლებზე სიარულს, იშვიათად მომწონს რამე და თუ მომეწონა, ჩემი ხელფასი ვერ ფარავს ხარჯებს
- სახლი მინდა, ჩემი საკუთარი სახლი
- ძაღლი
- და შვილები.. სამი მაინც :)
- დიდი ჩანთა მინდა, საძილე ტომრით, კარვით, პარალონით, კომფორტული ბათინკებით და რუკა, დაკარგვა მინდა სადმე თორნიკესთან ერთად
6 comments:
ეეე, კუდა რა მაგრა ხარ შეყვარებული, რა ბედნიერებაა:)
shemogevlee
davtbi da avgeldi da agvtkindi :D
shenishvnebze vixalise
ee,ra sayavreli yofilxar turme :)
eget rameebs ro ceren xolme,rogroc cesi,xelovnurobis suni adis ra es ragac sie ise dacerili,gimilit cavikitxe...bolo yvelase kargia...
me davikarge ertxel egre didi chantit chem axla ukve zvel bichtan ertad :D :D :D
მადლობა :)
ნასტასია: ჰომ.. გამიხარდა ძალიან რომ აღნიშნე :) არ მიყვარს ხელოვნური ხალხი ხელოვნური ბლოგებით და პოსტებით :*
sayvareli :">
hoda dagtage me axla ukve sxva tamashshi, aivso tamashebit blogsfero :D
:*
Post a Comment