one more TAG from ბაბისა..
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სუნი უფრო მიყვარს და თვითონ წიგნი, ვიდრე კითხვა :) მაქვს პერიოდები, როცა არ კითხულობ, ეს მაშინ, როცა ტესტისთვის ან გამოცდისთვის ვემზადები. მერე ჩაბარებისთანავე 2-3 წიგნს ერთად მივადგები და დაკარგულ დროს ვინაზღაურებ.
ახლა კორტასარის მოთხრობებს ვკითხულობ, ბუკინისტებში ვიყიდე 2 ლარად, ძალიან გამიხარდა.
პირველი წიგნი, რომელიც ჩემით წავიკითხე, ”მურიკელა ღრრ”. ვკითხულობდი და მამიკოს ვუყვებოდი ხოლმე :)) ჯერ სათავგადასავლო მოთხრობები მიყვარდა, შემდეგ დეტექტიური, მერე რომანებზე გადავედი, ალბათ ასაკმა მოიტანა :)) ახლა ჟანრის მიხედვით არ ვირჩევ ხოლმე. თუ ვინმე გაუწევს რეკომენდაციას ან წიგნი თუ მიმიზიდავს თვითონ, ვკითხულობ.
ბოლოს წაკითხულებიდან ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ბერგმანის ”გულახდილმა საუბრებმა” დატოვა და დღემდე არ მიჩუქებია ნინოსთვის.
ვერაფრით წავიკითხე 1984.. ბევრს გაუკვირდება, თუმცა ვიცი ერთი ჩემნაირი არსებობს ამქვეყნად. რა ვქნა, ნერვები მეშლება, რომ ვკითხულობ, არადა მარტივი ენითაა წასაკითხი, არის ადგილები, სადაც გაგეცინება კიდეც, მაგრამ ისე მოქმედებს ჩემზე, ისე განვიცდი იმ საშინელებას, რაც წიგნში ხდება, რომ მინდა ვიყვირო: ”ხალხო, სად ცხოვრობთ, გამოდით, ამოიღეთ ხმა!” აზრი?! ჰოდა ამ ნერვების შლას, მირჩევნია არ წავიკითხო. იგივე დამემართა ”მექანიკურ ფორთოხალზეც”. აკუტაგავას კითხვისას თორნიკემ მიყურა, მიყურა და წიგნი წამართვა.კაცია და გუნება :)
ბევრი ვიცინე ”მე, პრეზიდენტი და ჩემპიონის” (თუ პირიქით) პატარა ნაკვესზე, ფორუმზე დადო ვიღაცამ და ფრიად საკმარისი იყო წიგნზე შთაბეჭდილების შესაქმნელად. დავცინებ ყველას დიდი სიამოვნებით, ვინც ფულს და დროს გაიმეტებს მის წასაკითხად. საშინლად არ მომწონს პუშკინის წერის მანერა და მოთხრობები ომზე. ვერ გავუგე ზუსკინდს, ალბათ ”პარფიუმერი” მომეწონება, მაგრამ მისი 3 მოთხრობის კრებული ვიყიდე და ძალიან გამიცრუვდა იმედები.
პოეზიას მაინცდამაინც არ ვწყალობ, იშვიათად ვარ კითხვის ხასიათზე. სკოლაში ლექსების დაზუთხვას ვერ ვიტანდი. მისაღებ გამოცდაზე ისე წავედი, მხოლოდ ”სიყვარულო ძალსა შენსა” მქონდა გადაკითხული, ისიც ქეთოს წყალობით და ზუსტად ის შემხვდა, ზოგჯერ ბედი მწყალობს. ჰო, რუსული პოეზია ძალიან მიყვარდა, სიამოვნებით ვსწავლობდი.
ჩვენი ბიბლიოთეკა. ეს მხოლოდ მეოთხედია.
p.s. ყველაფერზე ვტირი.
6 comments:
კორტასარის"მდევარს" იყიდდი ალბათ, ჩემი საყვარელი წიგნია/
ზუსკინდის კიდე "ბატონ ზომერის ისტორია" წაიკითხე. აარაფერი არ მომწონებია მაგის გარდა. სამაგიეროდ ეგ ძალიან მომეწონა :)
კი, ”მდევარი” ვიყიდე და თან ამ მოცემულ მომენტშიც მაგ მოთხრობას ვკითხულობ :))
”პარფიუმერს” დამპირდა ერთი ვაჟბატონი და აღარც გამოჩენილა მას შემდეგ, ის სამი მოთხრობა კიდევ ძალიან არ მომეწონა. ეგ არ წამიკითხავს, მოვძებნი აბა. მადლობა :*
პუშკინს რას ერჩი კუდა : D
??
განტვირთვა რომ მინდა პუშკინის ზღაპრებს ვკითხულობ. მასვენებს.
http://www.box.net/shared/pk6vpufgot
კორტასარის მოთხრობები ძალიან მომწონს..
რამდენი წიგნებია! : ) ეხლა მაქვს მე კითხვის "შემოტევა". ერთბაშად 3 წიგნს ვკითხულობ. :დ
Post a Comment