ჰო,საძაგელი ვირუსი შემოიპარა ჩემს ბუთხუზა კომპიუტერში. გუშინ ღამით თავისით დაინსტალირდა, სახელი კი აქვს მშვენიერი AntivirusPro 2010. ჩემი თვალით რომ არ მენახა, როგორ ინსტალირდება თავისით, მზიკოს გადავაბრალებდი. ჰოდა ამის გადამკიდე ჯერ კიდევ პიჟამოთი ვზივარ.
ვწვალობ, ვწვალობ. თემა გავხსენი ფორუმზე და რაც მირჩიეს, ყველა ხერხი ვცადე. ვითომ წაიშალა და აღარც კომპიუტერი რესტარტდება ყოველ 15 წუთში, მაგრამ მაინც აგდებს ფანჯარას Infected! და მაშინვე ამ ჯანდაბის დაინსტალირებას იწყებს :(
შედეგად, 3 ანტივირუსი მაქვს ერთდროულად და youtube-ზე ყველა ვიდეო ვნახე ამის შესახებ.
იმედია რამე ეშველება, სისტემის გადაყენება ძალიან მეზარება უბრალოდ.
ჰოდა, თუ მსგავსი რამ თქვენთანაც შემოხტა, იცოდეთ, საშინელი ვირუსია და არ გაეკაროთ!
14 comments:
ასე თავისით როგორ შემოხტა??? :((
http://209.85.135.132/search?q=cache:4MMgCrJUD2kJ:www.bleepingcomputer.com/virus-removal/remove-antivirus-pro-2010+antivirus+pro+2010&cd=2&hl=en&ct=clnk
sophie: პირდაპირ ფანჯარა ვარდება და იწყებს ჩატვირთვას :(
Anuschka: ზუსტად ასე გავაკეთე და მაინც იწყებს ჩატვირთვას :( ერთხელაც ვცდი და თუ არ დამანება ტავი, სისტემას გადავაყენებ. მადლობა შენ :*
თუ დაგამშვიდებს გეტყვი რომ დღეს აი აბსოლუტურად არაფრისგან (ფორუმი-ბლოები-ვსე) კომპის ეკრანი გაშავდა და გაშეშდა... რეაგირება ნული.... კიდე კარგი გუშინ გულმა მიგრძნო და ჩემი რამეები ც-დან გადავაბარგე.
აუ რა საშინელებაა :S
ოპერაციული გადააყენე და რაიმე ნორმალური ანტივირუსი + firewall-ი დააყენე http://www.av-comparatives.org/
: )
P.S. იმ დღეს საბურთალოს ქუჩაზე გნახეთ + SORRY FOR HONKING
პერწკლი: სამუდამოდ? გიზიარებ :( ჩემთან პროცესორი დადუმდა სამუდამოდ 2 თვის წინ :(
ოთო: ხო, ხომ დამიმესიჯე :)) სხვა დროს ჩამოხტი, ამ ერთხელ მოგვიტევებია :პ
არა, აღსდგა მარა ძალიან ძვირფასი ფოტოები დამეკარგა, ძვირფასი მოგონებების ამბავში : (((
აუ, მე კიდე არ მჯერა ეგეთი ვიდეოებისა და თემების. იმიტომ, რომ მეზარება მათი ნახვა :(
ზუსტად ეს მჭირს!!!!
და ბლოგროლ.გე–დან!!!
ალბათ იქ შეიხედე...
ვერაფრით ამოვშალე :(
და ვერც ვინდოუსს ვაყენებ ჯერ
ნათი, ეს პოსტი გვიან ვნახე და თუ უშველე რამე – როგორ?
ვინდოუსი გადავაყენე, თუმცა რაღაც ხერხები მირჩიეს და სხვებმა უშველეს. აგერ http://forum.ge/?f=32&showtopic=33935230&st=885 რაც მირჩიეს, გადახედე, იქნებ უშველოს.
მადლობა, ნათი
ვნახავ
Post a Comment