22.8.09

ცრუ განგაში

თამარ მეფის გამზირზე ლაშას და გურანდას გადავეყარეთ და აქედან დაიწყო ყველაფერი.
ჯერ იყო და დანიურ სახლში ავედით. იქ რომიანი შოკოლადები ვიყიდეთ და მე და ლაშამ სულ განსხვავებულები დავლიეთ/ვჭამეთ და გამოსვლისას ამ შოკოლადის ქაღალდი აწრიპინდა, ქვითარი არ გვქონდა და შეიყვანეს ბიჭები უკან საქმის გასარჩევად. ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
მერე გავუყევით აღმაშენებლის გამზირს საკვების ძებნაში. თურქულ კაფეში ცხიმიანი საჭმელები ვჭამეთ, სხვათაშორის არაუშავდა. აი, პური ჰქონდათ - სუპერ! პარკში ჩავილაგეთ და წამოვიღეთ, თან გურანდას მუცლის ხათრით (მეცხრე თვეშია) მოგვყიდეს კიდეც ერთი ცალი.
მშრალ ხიდზე მივდიოდით და შემოგვაღამდა. ამიტომ იქვე (ცხოვრებაში პირველად) იმ პარკში ჩამოვსხედით, სექსები რომ იდება ხოლმე :D ჰოდა გურანდამ მუცელი მტკივაო, დამეჭიმაო, დღესვე უნდა გავაჩინოო.. ექიმს დაურეკა და არ გეწყება, დაწყნარდიო.
ვერ მოისვენა, კოლმეურნეობაზე მარშუტკა გავაჩერეთ და გავუდექით სამშობიაროს გზას. გასინჯეს და გამოგვიშვეს სახლში, ცრუ განგაშიაო.
ახლა სახლშია და ინტენსიურად სტკივა მუცელი, ჰოდა შეიძლება ხვალაც დაიბადოს ბავშვი, თორემ ძალიან გაჯიუტდა, ალბათ კომფორტულად გრძნობს იქ თავს :))
ნიკუშ, გამოდი!

მამა ნერვიულობს:

2 comments:

Kate said...

თითქოს ფილმიდან არის ნაკვესიო.

კარგია.


ხო, თურქულში სულ ცხიმიანი საკვებია :((

Anonymous said...

ჰეჰე, ჯერ კიდევ ღიპიანი გურამჩიკა :)))