სამშაბათს ძალიან ცუდი ამბავი შევიტყვე. უცაბედად გული წაუვიდაო და გონს ვერაფრით მოეგო. ხან რა ვცადეთ, ხან რა. არა, ვერაფრით ვუშველეთ. რამდენიმე დღე იწვა უგონოდ, კომაში. ვინ იცის, როგორ სტკიოდა იმ დროს ან რისი თქმა სურდა. თითქმის შევეგუე აზრს, რომ ვეღარასდროს ვნახავდი. ძალიან განვიცადე, მაგრამ დიდად არ გამკვირვებია, ასეთ ასაკში ხშირია სიკვდილიანობა.
ოთხშაბათს დათა ექიმმა გასინჯა, იმედი არისო, 90% მოგვცა მხოლოდ. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. სასიცოცხლო ორგანოები შეუმოწმეს, და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ კვების ბლოკია დამწვარი და სხვა ყველაფერი რიგზეა. უკვე გამოწერეს კიდეც, სახლშია და მუშაობასაც შეუდგა,
მე მიყვარს ჩემი ბებერი კომპიუტერი
10 comments:
:) gilocav :)
mec miyvars, imdenad rom axlis yidvis gafiqrebac ar minda :)
aaaaa
სანამ ბოლომდე წავიკითხე გული გამისკდა :D
ვაი, დე როგორ შემაშინე :D
სანამ ბოლომდე ჩავიდოდი 1000 ვიღაცაზე ვიფიქრე :D
vaime metki vin aris ase cudaat :D:D:D:
gagiskdes shen tavi :D
გონს რომ მოვიდა გიცნო ?
: D
მაპატიეთ :უსერ:
ოთო: კიი, კუდაო, დამიძახა :))
სანამ ჩავიკითხე, გული გამისკდა.
უიმე. :მო:
ჯერ დეკა, მერე ბატო ახლა შენ
რა წერის მანერა გაქვთ რაარი :E
თავიდან ისე შემეშინდა..
მთავარია, გამოძვრა :) მეც მიყვარს ჩემი :)
მე კინაღამ გული გამისკდა, მეთქი, ვინ ჩავარდა კომაში?
გადააგდეთ ძველები და შეებით ახლებს :ლოლ: ამას გეუბნებათ ადამიანი, რომელსაც 4 წელია 1 ლეპტოპი აქვს =)))
Post a Comment