წეღან დავჯექი და დავიწყე კალორიების მთვლელში იმ საკვების რაოდენობების მითითება, რომელიც დღეს გეახელით და 1700-ს რომ ავცდი, ძაან შემრცხვა და გავთიშე..
ჰოდა ახლა ნელ-ნელა მახსენდება, რომ არ შემიტანია:
- ნაყინი, რომელსაც კალორიების თვლისას გეახლებოდით;
- მაწონი, რომელიც შესვენებაზე ვჭამე, მართალია ძაან ცოტა, მაგრამ მაინც;
- რძიანი ყავა, რომელშიც არც რძეა ნამდვილი და არც ყავა. თან 2 შეკვრა;
- თუთა, რომელიც არ ვიცი რუსულად როგორაა;
- მეორე ნაყინი, რომლის ლიკვიდაციისთვისაც აგერ, ახლა მივეშურები მაცივრისკენ.. :(
სასწორი ისევ 63 კილოს აჩვენებს :(
8 comments:
шелковица : )
ეეეეეეეჰ
ასეთ მტკივნეულ თემებზე რო წერ...~
ჩემი სასწორიც ნეტა 63 ს აჩვენებდეს ..
ჩემი 65-ს აჩვენებს და შენი კალორიები რომ დავინახე, ჩემი გამახსენდა, მაგას დაუმატე პეჩენია ჩაიში =))
დურა )))
რა გაქვს კალორიების დასათვლელი, კარგ ფორმაში ხარ ;)
როცა ჭამა გინდა, უნდა ჭამო
მერე მოვა დრო, როცა აღარ მოგინდება ჭამა )))
აი, მე მაგალითად საშინლად მოვიმატე ბოლო დროს, მარა მაინც მშვიდად ვაგრძელებ ჭამას )))
მე სტაბილურად 60 ვარ ხოლმე.
ნუ ფიქრობ მაგაზე.
უბრალოდ ნაკლები ჭამე და ვსო.
მე 2 კილოს მოცილებაზე ვოცნებობ :))
მეც 61 -63 კილოს შორის ვმერყეობ.
სიმაღლეში რამხელა ხარ?
ქეთი - შენ რამდენი კილოგრამი ხარ? :)
ტომუშკა: 166-167
Post a Comment