ღამით გათიშულს ჩამეძინა, ეტყობა დაღლილობის და ნერვიულობის გამო, თან ყველანაირი აბების გარეშე. დილით მამიკომ გამაღვიძა, ათი დაიწყოო. ავდექი, ჩავიცვი. მშვიდად ვიყავი, ჩემი თავი გავაკვირვე. ყველანაირ დამამშვიდებელზეც უარი ვთქვი. პალატაში შემიყვანეს. პატარა ბიჭი იწვა ერთი, ჩემსავით თავის რიგს ელოდა. მერე პატარა გოგო შემოიყვანეს, უკვე ნაოპერაციები. 4–5 წლის იქნებოდა. ნარკოზიდან ვერ გამოდისო და ტიროდა, ფეხებს ურტყავდა ყველას. მაშინ ავნერვიულდი და ამაკანკალა. მერე ექთანმა აბები მომიტანა, დალიე და დაწექი, შეიძლება ჩაგეძინოსო. თორნიკე და შოთა პალატიდან გავუშვი. ჩამეძინა ეტყობა. თვალი რომ გავახილე, სწერვა ექთანი დავინახე, პირბადეაფარებული. რაღაც კეთილი თვალებით მიყურებდა. და ახალგაზრდა ბიჭი იყო. რატომ კანკალებო, გცივაო? კი–თქო. და ნემსი მახსოვს, მარცხენა ხელზე გამიკეთეს. მერე თვალები გავახილე და პალატაში ვიწექი, მზიკო მეჯდა გვერდით და მიხვდვი, რომ ოპერაცია უკვე გადავლილი მქონდა. თურმე გაცინებული ავსულვარ და ჩამოსვლისას ხელიც დამიქნევია ხალხისთვის.. არ მახსოვს. მინა და ჰუმანოიდი მახსოვს ბუნდოვნად. ხელი დავუქნიე და დავიძინე, თუ რაღაც მაგდაგვარი.
მერე მთელი დღე მეძინა ფაქტიურად. ზოგჯერ თვალებს ვერ ვახელდი, თორემ ვფხიზლობდი. ნარკოზიდან გამოსვლა არ გამჭირვებია, მარა ცრემლები ჩამომდიოდა თურმე.
შვიდისკენ გამომწერეს. ჰაერზე რომ გამოვედი, თავბრუ დამეხვა და მანქანას ჩავეჭიდე, თორემ წავიქცეოდი. ყლაპვა მიჭირს ძალიან, ნაყინსაც ვერ ვჭამ, რძეს ძალით მასმევენ. არადა ღამით ისე მშიოდა, ისე, ისე.. ახლა აღარც მშია. ლაპარაკით კი ვლუღლუღებ, იმედია სამშაბათამდე ამოვიდგავ ენას : )) და დილით–შუადღეს–საღამოს 5 ცალ ნემსს მარჭობენ :ვავა:
ჩემი ხმა მომენატრა : )
12 comments:
Рад за тебя : )
ვაიმეეეე, კუდაააა.
დღეს თუ იკეთებდი არც ვიცოდი, რო დაგირეკო ვერ ვლაპარაკობო და ისევ აქ ჯობია :))
აბა მითხარი ეხა როგორ ხარ? ლაპარაკი შეგიძლია?
მიყვარხარ და ვამაყობ :*
რა მაგარია რა მაგარია!!
სუერსაკდ ჩაუვლია ყველაფერს!
მაპატიე ვერ მოვედი!
ჰელოვინის ვერაფერს ვერ ვასწრებდი ცრყ სორრიი
მაგრამ მოგიკიტხე თჲ გახსოვს დაჟე ვეცადე დამეთანხმებინე წამოსვლაზე :)
ნუ მოკლედ!! კაია უუჰ რა დასვენებული იქნები ააწი :)
აუ, გეფიცები, თეთრი შურით მშურს, რადგან მეც მაქვს გლანდები.
ისადა, უკაცრავად მაგრამ, ოპერაციას თუ იკეთებდი, რატომ არ მითხარი?
მოვიდოდი მეც..
გვერდით ვიქნებოდი.
ოთო: შენ დამიმესიჯე, ხო?
მირ: ვლუღლუღებ, რა, მარა ვერ ვყლაპავ და მშია კიდევ და არ მაჭმევენ :(
ლილ: შენ მახსოვხარ, არ ილაპარაკოო და ისე მომაყარე ყველაფერი : )) ნარკოზში ვიყავი მთელი დღე, ვერ მოვიდოდი. არადა მინდოდა : (
კ8: გოგო, მეწერა ბლოგში და რავი, აბა, ისე სად უნდა მეთქვა რომ ვიკეთებდი?? ზა ტო დღეს სამსახურის მაგივრად სახლში ვარ : )) და ბიულეტინს მაძლევენ 2 კვირიანს, შეიძლება სრულად გამოვიყენო : ))
ვაი , ახლა როგორ ხარ??
ხო : )
Pink Panthere : უფრო ცუდად, ვიდრე გუშინ და უარესად, ვიდრე გუშინწინ :|
ნათიი!
მიხარია, რომ კარგად ჩაიარა..
და სადაც ცრემლებზე წერ, გული ამიჩუყდა:)
:*
უი არ ვიცოდი
ხოდა
ვამაყობ შენით
ხომ არ იყო ისეთი საშიში და მტკივნეული
ეს პერიოდიც, რეალბილიტაციის მალე გაგივლის და მერე ნახე მგონი საოპერო ხმა აღმოგაჩნდეს :D :2kiss:
ქეთი: ცრემლების ნაკლებობას არც მანადე ვუჩიოდი, მარა ახლა წარამარა ვტირი.. დღეს მამიმ ცხვირზე ხელი მომითათუნა, მომეფერა და ტირილი დავიწყე : ))
ბათო: დაგპატიჟებ ხოლმე : ))
ყოჩაღ, ყოჩაღ. მიხარია ყველაფერმა კარგად რო ჩაიარა :2კისს:
Post a Comment