25.10.13

New Skills and TO-Do List

თუ სამსახურში პრობლემები შემექმნება, შემიძლია ელიავაზე დავდგე, ხიდის ქვეშ. მოტკეცილი შარვალი და დიდი დეკოლტე თუ ჩავიცვი, მითუმეტეს კლიენტი არ მომაკლდება.
არა, მეძავობას არ ვგეგმავ. ახალი უნარ–ჩვევები მაქვს: შპაკვლა, შკურკვა, მალიარკა, ტვირთის ზიდვა.
გუშინ პრესების კეთებისას თორნიკე მეუბნებოდა, მთელი ტკივილი და ბრაზი სუნთქვაში ამოუშვიო. ამ სარემონტო აურზაურში კიდევ საქმეში ვუშვებ. თურმე რამდენი შემძლებია. თან რომ გაგაბრაზებენ და ძალა რომ გემატება, რაღაც ეგეთი მჭირს.


5 წუთში Out Of Office-ს დავაჭერ ხელს და მთელი 9 დღე მაქვს იმისთვის, რომ:
–ვიყიდო საღებავები;
–ვიყიდო ფილები სამზარეულოსთვის;
–ვიყიდო ფილები ტუალეტისთვის;
–შევღებო საძინებელი;
–შევღებო ზედა ჰოლი;
–გავასუფთავო კიბე;
–გავწმინდო ფანჯრები;
–მოვიყვანო ტრაქტორი და გავატანინო მიწა;
–შევაერთო კანალიზაცია;
–გავარკვიო გაზიფიცირების საკითხი;
–დაიწყონ ხელოსნებმა ფილების გაკვრა;
–ვიყიდო გიფსოკარდონები და გავაკვრევინო ხელოსანს;
–ვიყიდო ან შევარჩიო მაინც სასურველი ლამინატი;
–დავაყენო შხაპი და საშრობი აბაზანაში;
.
და ამ ყველაფრისთვის მაქვს ძალიან მწირი ბიუჯეტი, ცოტა დრო და დაწყვეტილი ნერვები.
Challenge Accepted



1 comment:

Natalia said...

ვაიმე, სურათი :დდდ ღიღინით წავიკითხე :დ

პ.ს წარმატებები კუდა ^^