11.10.13

თმები

არა, ხინკალზე და მელნიკოვას დუქანზე წერას არ ვაპირებ. 
ჩემს თმაზე უნდა მოვყვე.

როგორც დედა ამბობს, გრძელი შავი თმით დავიბადე და 40 დღისას სანახავად რომ მომაკითხეს (ცხადია სტუმრებმა, მშობლებს არ მივუტოვებივარ), ქერა დავხვდი და ეჭვი გაჩნდა, ბავშვი შეცვალესო.
მერე სულ გრძელი თმა მქონდა მანამ, სანამ ჩემს ცხოვრებაში ტილები გამოჩნდებოდნენ. მაშინდელი საბრძოლო "იარაღი" ნავთით და სავარცხლით შემოიფარგლებოდა, რაც არც თუ ისე ეფექტური გამოდგა, ამიტომ მზიკომ არც აცია, არც აცხელა, წამიყვანა და ნანეტი შემჭრა. არ ვიცი, მართლა მახსოვს თუ მონაყოლი აღვიდგინე, ბუნდოვნად ვხედავ ჩემს თავს სალონ "ოცნებაში" კარს ჩაჭიდებულს, მაგრამ მომერივნენ.



ამის მერე თმა გაიზარდა, შევიჭერი, გაიზარდა, კიდევ შევიჭერი. ბოლო სამი წელია სტაბილურად მოკლე თმას ვატარებ. რამდენჯერაც გაზრდა გადავწყვიტე, იმდენჯერ წავედი და ბოლო მოვუღე. ყველაზე ცუდი პროცესია თმა ფორმას რომ კარგავს და არ იცი რა მოუხერხო. 
რამდენიმე დღეა გრძელი თმა მენატრება.

5 comments:

m i r a m a x said...

უ-საყ-ვარ-ლე-სოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!

Tinatin Nadiradze said...

<3 მაგარი ფოტოებია! :) ახლაც ასეთი ხარ. არ გაიზარდო, რა :)

Kate said...

"არა, ხინკალზე და მელნიკოვას დუქანზე წერას არ ვაპირებ. "
ჰაჰაჰაჰაჰაააა:))))))))))))


გაიზარდე რა. რა მოგივა. მიდი მიდი გაიზარდე. მოგიხდება.

babisa said...

ეე რა მაგარი ფოტოებია, მართლა კუდა ხარ :))

babisa said...

ეე რა მაგარი ფოტოებია, მართლა კუდა ხარ :))