6.11.13

Happy Halloween 2013

ჩემი პირველი ჰელოვინი – ბლოგერების მოწყობილი ფართი უნდა ყოფილიყო 2008 წელს, მაგრამ ზუსტად იმ დღეს დამინიშნეს ოპერაცია და გული ძალიან დამწყდა, მაგრამ გოგრის ჭრაში მონაწილეობა მაინც სიამოვნებით მივიღე. ჩემი პირველი გოგრები..

მეორე იყო შარშან, ამჯერად გოგრაც დავჭერი, სახეც მოვიხატე, ფორმაც ჩავიცვი და ვიმხიარულე. ჩემი პერსონაჟი ძალიან მომწონდა, ძალიან დავემსგავსე, მაგრამ მხოლოდ ვახმემ მიცნო.

მესამე იყო წელს. მე ვიყავი ქალი We Can Do It! ოღონდ მკვდარი :D 
და გამოვჭერი ძალიან ძალიან კარგი გოგრა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, ჩემი ნამუშევარი რომ აღმაფრთოვანებს. აბა, ვარგა? სამწუხაროდ, ნორმალური ფოტო არ მაქვს.


No comments: