13.7.13

ქალური ბედნიერება

ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა (გოგომ) დეი ოფი აიღო, მთელი დღე სახლს ალაგებდა, ნამცხვარს აცხობდა, საღამოს ისეთი დაღლილი იყო, გარეთ აღარ გამოვიდა.
მე და ჩემს მეორე მეგობარს (გოგოს) შეგვშურდა, ჩვენც გვინდაო.
მესამე მეგობარს (ბიჭს) გაეცინა, როგორ შეიძლება სახლის ხეხვა–რეცხვა გერჩივნოს სამსახურში წასვლას?
ჰოდა, მგონი ესაა ქალური ბედნიერება, მამაკაცებისთვის ამოუცნობი, როცა შეგიძლია მთელი დღე რაც გინდა ის აკეთო და ამ რაც გინდაში სახლის საქმეებიც შედის.

დღეიდან შვებულებაში ვარ. არსად წასვლა არ მაქვს დაგეგმილი, ეს ორი კვირა სახლის ლაგება–შელამაზება–დასუფთავებას უნდა მოვანდომო და ვერცერთი მამაკაცი ვერ გაიზიარებს ახლა ჩემს სიხარულს.



6 comments:

babisa said...

ჰო და ჰო , მარა აი,2 კვირა მართლა საცოდაობაა დაიკარგოს, ჯობია ,სტროგად 2 დღე გამოუყო და დანარჩენი კარგად გამოიყენო,იმჰო

kuda said...

ბაბის, 2 დღე იმ სახლს? :) დღეს 4 საათი ვწმინდე ფანჯრები და მხოლოდ 3 მოვასწარი, ისიც თავიდან გასაწმენდია :D

babisa said...

უკვე ამ სტადიაშია? მაშინ ჰო,
ის სახლი არ მიგულისხმია, თორე იმას 2 კვირაც არ ეყოფა :))))

Sophie שרה Golden said...

Haha :D

Fanjrebi wlebia ar damiwmendia. Am bednierebas dedachems da chems dedamtils vutmob xolme :P

Keti said...

მე მაქვს ახლა ეგ "ქალური ბედნიერების" დღეები :)

kate said...

ოხ ეს გათხოვილი ქალები :D