4.8.12

დღე მეორე (მესამეც) – აბასთუმანი–ზარზმა–გოდერძის უღელტეხილი–მწვანე კონცხი

დილით ავიშალეთ და გავუდექით გზას. საფარაში ვაპირებდით ასვლას, მაგრამ გზა იყო ცუდი, მანქანით ვერ ავიდოდით, ფეხით 10 კმ–ის გავლა დაგვეზარა, თან მე ნამყოფი ვიყავი და გამოვბუნძულდით უკან აბასთუმნისკენ.
ხო, მანამდე ბევრი ვიფიქრეთ გადაწყვეტილების მისაღებად, გაგვერისკა თუ არა ადიგენი–ბათუმის გზით წასვლა. ყველა გვეუბნებოდა, თქვენ ხომ არ გაგიჟდითო, ცუდი გზაა და მანქანაც არ გაქვთ შესაბამისიო. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ გაგვერისკა და თუ რამე, მოვტრიალდებოდით.თან 150 კილომეტრია, მეტი არა.
ახალციხე–ადიგენი მშვენიერი ტრასაა, მერე იწყება მიწიანი გზა ზარზმამდე.
ზარზმა – ჩემის აზრით, ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია საქართველოში. ძალიან ლამაზი ეზო აქვს. საძვალეში შევიჭყიტეთ, შიგნით არ შევსულვართ. ძალიან არასათანადოდ ჩაცმულები დავდიოდით :)) ხო, მანქანით მისვლა შესაძლებელია ეკლესიის ეზომდე, თუმცა გზა საკმაოდ ცუდია.
გოდერძის უღელტეხილი – აი, ესაა ის გადასასვლელი. თავიდან აღმართია, როგორც ყველა უღელტეხილზე. გზა ცუდია, მაგრამ არც ისეთი საშინელი, როგორც აგვიღწერეს. მართლა ძალიან ლამაზია იქაურობა. ადიხარ ზემოთ ადიხარ და მიყვები მთებს შორის გაჭრილ გზას. მანძილი არ არის ცუდი, ხულომდე 60 კილომეტრია, მაგრამ ცუდი გზის გამო 4 საათი მოვუნდით. ძალიან დავიღალე, ხულოში რომ ჩავედით, ლამის ასვალტს ვემთხვიე.
აჭარა

უღელტეხილის უმაღლესი წერტილი 2100 მეტრზეა, იქ გზა იყოფა, ერთი ბეშუმში ადის, მეორე – ხულოში. წინ რომ გაიხედები, მთები ჩანს და ვერ ხვდები, ზღვა სად შეიძლება იყოს. აი, როგორც ზღაპრებშია, ეს ცხრა მთა უნდა გადალახო და გახვალ ხელვაჩაურთან და მერე ბათუმიც და ზღვაც იქვეა. ხულო–ბათუმის მონაკვეთი გაკეთებულია, მშვენივრად ჩამოხვალთ.
გოდერძის უღელტეხილი

ბათუმში გავჩერდით, გავცურ–გამოვცურეთ, პლაჟზე შხაპი გადავივლეთ და წავედით მწვანე კონცხზე. სანაპიროზე გავშალეთ კარვები, მაგრამ მთელი ღამე ძალიან ცხელოდა.  გამთენიისას გამოვათრიე ჩემი საძილე ტომარა და გარეთ, ქვებზე მეძინა.

მესამე დღესაც მწვანე კონცხზე დავრჩით, შუალედებში ბათუმში დავბოდიალობდით, ანუ არაფერი განსაკუთრებული.

გასათვალისწინებელი ინფორმაცია:
- აჭარაში როგორც კი გადახვალთ, დასახლებაა და ეგ კურორტია, სოფელი არ გეგონოთ და ჩვენსავით არ იკითხოთ, ამ სოფელს რა ქვიაო, უტყდებათ;
- გზად ვინმე რამე მომჭადოს თუ შემოგთავაზებთ, არ იყიდოთ, მყრალი რძის ნაწარმია;
- მწვანე კონცხზე ე.წ. "სტაიანშიკები" არიან ძალიან აფერისტები და არ ენდოთ;
- იქვე რომ რაღაც კაფეა, წითელი მაგიდა–სკამებით, მაგის იმედზე ნუ იქნებით, თუ ძალიან გშიათ ან შეუკვეთეთ 2–3 საათით ადრე :)

2 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

ascorebs ase bodiali!!
mshurs!

Sophie שרה Golden said...

ლოლ ბოლო აბზაცის რჩევები ძაან მომეწონა :დ