2.6.12

ჩვენ ვაშენებთ სახლს

ადრე ვახსენე, ბინას ვეძებთ მე და თორნიკე_თქო, მაგრამ ვერაფერი შევარჩიეთ. მერე ხარჯები გადავიანგარიშეთ, მშენებლობის პროცესი გავარკვიეთ და გადაწყდა - ვაშენებთ სახლს. მიწა კი გვაქვს თბილისში და გასარემონტებელი 2 ოთახიანის ნაცვლად მშვენიერი საკუთარი სახლი გამოგვდის.
მოვძებნეთ არქიტექტორი, ბატონი გელა, სამოც წლამდე ასაკის, ფრიად გამოცდილი, მაგრამ გემოვნების ამბავში ვერ ვეწყობით, ყოველ მისვლაზე ვხოცავთ ერთმანეთს აგერ უკვე 2 თვეა. პროექტის დამტკიცება/არ დამტკიცების ამბავი რომ გადაწყდება, ან მე ვიქნები ცოცხალი, ან - ის.
ისე, ვინმე თუ გადაწყვეტთ სახლის აშენებას, გაითვალისწინეთ, ძალიან დიდი ენერგიას და ნერვებს წაიღებს ეს ყველაფერი. ერთხელ სერიოზულად ჩავიქნიე ხელი და მამამ მომაბრუნა უკან, ასე მალე ნუ ნებდებიო.
ჰო, კიდევ ერთი ფაქტორი, არქიტექტორობა მინდოდა ადრე, "გეპეი" დავიწუნე (დურა, ნუ!), სამხატვროში ვერ გავქაჩავდი, ხატვა ბარდებოდა, თან ყველა მეუბნებოდა, გოგო და არქიტექტორი? დარჩები უმუშევარიო და ჩავაბარე მარკეტინგზე. ახლა, როცა სახლის არქიტექტურას ვათანხმებთ, ეს მოფიქრება/დაგეგმარების პროცესი ისე მომწონს და ისე კარგად გამომდის, რომ ნერვები მეშლება იმ პატარა მეზე. არც ახლაა გვიანი, მაგრამ სამსახურთან ერთად იქ სწავლა არ გამოვა. მაგრამ მიხარია, რომ ჩემი თავი ვიპოვე.

2 comments:

Kate said...

ეეე ტი შტო... გეპეის არქიტექტურული ნამდვილად არ უნდა დაგეწუნა. მაგით იყო და არის ეგ უნივერსიტეტი განთქმული. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ეგ მაქვს დამთავრებული.

სახლს რაც შეეხება - საღოლ თქვენს წამოწყებას. მაინტერესებს ისე, ბოლოს როგორი გამოგივათ. აი რომ შეხვალთ საცხოვრებლად, იცი როგორი ამაყი იქნები. ხოდა გიორგი ბიძიასი არ იყოს - არ დანებდე. რა ადგილას გაქვთ ეგ მიწა???

babisa said...

ძალიან მიხარია თქვენი სახლის ამბები, ჩემი ოცნებაა საკუტარი სახლი მქონდეს.. თან თუ ისე აშენებთ,როგორც გინდათ - სუპერ.
წარმატებები, რა მაგარია აუუ <3