27.2.12

სველი წერტილები კაფელ-მეტლახში!


ბოლო ერთი თვეა აქტიურად გვიწევს მაკლერებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ ბინას ვეძებთ მე და თორნიკე. რა რთული საქმე ყოფილა. ხელში რა თანხაც არ უნდა გეჭიროს, მგონი სასურველ ბინას ადვილად მაინც ვერ მიაგნებ. ჩვენს შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულადაა, არც ისე ბევრი ფული გვაქვს და შესაბამისად არჩევანიც მცირეა, მაგრამ  ამ მცირე რიცხვში ჯერ არაფერი მოგვწონებია.
ორი რჩევა მათ, ვინც ჩვენს დღეშია:
1. განცხადებებს არ ენდოთ! არასდროს არ ენდოთ. წერენ, რომ მშვენიერი სახლია, შედი და იცხოვრე! ევრორემონტი, სველი წერტილები კაფელ-მეტლახში და მსგავსი სტანდარტული ტექსტები, მაგრამ ადგილზე მისულებს შეიძლება მხოლოდ ჰაერი დაგხვდეთ ან უკეთეს შემთხვევაში, დამპალი კედელი.
2. მაკლერებს არ ენდოთ! რაც არ უნდა ჰკითხოთ, არ გატყდებიან, აქებენ ობიექტს ბოლო ამოსუნთქვამდე, მაინც წაგიყვანენ ადგილზე და ჩემი ფეხები. უნდა დასვა და თვითონ ისინი აცხოვრო იმ ბუნაგებში.

უკვე ისე დავიღალე, ტელეფონის დანახვაზე გული მერევა. ვინმემ მიყიდოს და მომცეს გასაღები და მითხრას, რომ ჩემია. 

5 comments:

Kate said...

აუჰჰჰ...
რა ცუდ დღეში ყოფილხართ. :(


აბა რას გვირჩევ??? ძებნის რომელ მეთოდს???

nati kuda said...

არც კი ვიცი, სჯობს ვინმე სანდოს ფული მისცე და გიყიდოს, ნერვები დაგეზოგება :D

ლიკა ჩაფიძე said...

4 მარტს ზუსტად 1 წელი გახდება, რაც ბინა ვიყიდე და ისე კარგად მახსოვს ეგ შეგრძნებები და გადაღლილობა მარტო აქეთ-იქით სიარულით კი არა, იმაზე ფიქრითად, რაც საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ფული რომც გქონდეს, ნორმალური ბინის ყიდვა მაინც ჭირს.. მე, შემიძლება ითქვას, გამიმართლა და გასაოცარია, მაგრამ საგაზეთო განცხადებით (ინტერნეტში) მივაგენი ბინას, რომელიც შედარებით ნორმალური აღმოჩნდა და ვიყიდე კიდევ. მაკლერის გარდა, ჩემს შემთხვევაში, მაკლერზე უფრო კვაჭი და აფერისტი თვითნ მფლობელი იყო, ასე რომ ბეეეევრი დაკვირვება, ირგვლივ გამოცდილი უფროსების ყოლა (ვინც რჩევას მოგცემს სანტექნიკის, გაზის, ელექტროგაყვანილობის და აშ. საკითხებთან დაკავშირებით. მე პირადად გარტყმაში არ ვიყავი, ახლა შედარებით უფრო ვიცი, რას უნდა დააკვირდე, როცა ბინას ყიდულობ) და საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე აუცილებელია...მოკლედ, წარმატებებს გისურვებ :)) ისე, ერთი სანდო ადამიანის ნომერი მაქვს, აგენტია, გაყიდვებთან რამდენად აქვს საქმე არ ვიცი, უცხოელებზე მიქირავებაზე მუშაობს, მაგრამ თუ დაინტერესდები ნომერს მოგაწვდი, იქნებ გიშოვოთ რამე :)

nati kuda said...

მადლობა, ლიკა. მომწერე და დავუკავშირდები. დღესაც ვიყავი ერთგან, ისევ იგივე, განცხადებაში სხვა რამე ეწერა, სხვა დაგვხვდა :(
ცოტაც და გადავიფიქრებ ყიდვას, ჩავდგამ სადმე ჩემს კარავს და ვიცხოვრებ :)

nati kuda said...

მადლობა, ლიკა. მომწერე და დავუკავშირდები. დღესაც ვიყავი ერთგან, ისევ იგივე, განცხადებაში სხვა რამე ეწერა, სხვა დაგვხვდა :(
ცოტაც და გადავიფიქრებ ყიდვას, ჩავდგამ სადმე ჩემს კარავს და ვიცხოვრებ :)