25.5.12

ფერების ფესტივალი

  ©  Benjamin Brian Morris

გუშინ ფერების ფესტივალი ჩატარდა თბილისში. დამაგვიანდა, მაგრამ შეღებილი ხალხის დანახვის შემდეგ, გული არც კი დამწყდა, ისეთი მკვდარი ლურჯ–მწვანე ფერისები იყვნენ. ერთი კადრიც კი არ გადამიღია. თან სულ თინეიჯერები დარბოდნენ, მაგრამ სხვას რა უნდა ელოდო, როცა ფესტივალი სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში ტარდება. 
აი, რატომ არაფერი არ გამოგვდის?! თითქოს მონდომება არ გვაკლია, მაგრამ გულს და ფულს არ ვდებთ და ყველაფერს ვაფუჩეჩებთ... არ ვიცი.

შეადარეთ და დარწმუნდებით:
თბილისური ფერების ფესტივალი და The Holi Festivals of Colors ინდურად.





4 comments:

Kate said...

ეჭვი არ მეპარება, ძალიან ბანძი იყო.

Kate said...

თან ასე დასვრის იდეა საშინლად არ მხიბლავს.

Keti said...

ქუჩაში ვინც ვნახე, უბრალოდ ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და არა გაფერადებულის. მოგვიანებით გავიგე, რაც ჩატარდა. მანამდე ვერ მივხვდი, რატომ იყვნენ ასე დასვრილები :)

Kate said...

ხო, მეც ვერ მივხვდი თავიდან.