19.2.12

ფავორიტები

2 დღის წინ კომპიუტერზე სისტემა გადავაყენე და ჩემი ქრომის ფავორიტები მეილის დრაფტში შევინახე, რომ არ დაკარგულიყო. გადავწყვიტე, აქაც გამოვამზეურო.


The Purl Bee - ხელნაკეთი ნივთების ბლოგი. გამოვტყდები და მიზეზი, რატომაც ეს ლინკი ფავორიტებში მოხვდა, ერთ-ერთი სათამაშოა, რომლის შეკერვასაც ვაპირებ მეგობრისთვის :)

Fernando Vicente Vanitas - ნუ, ამაზე რა ვთქვა, უბრალოდ შედით და დაათვალიერეთ. ძალიან მომწონს მისი ნახატები. ერთ-ერთი ვარიანტი ტატუსთვის აქედან მაქვს არჩეული.

Marc Riboud ARCHIVES - ეს კაცი ფოტოგრაფია, ამ ლინკზე კი მოგზაურობის არქივია, მათ შორის საქართველოსაც იპოვით.

rutracker - ჩემი საყვარელი ტორენტი, რომლის მისამართიც სულ მავიწყდება :p
la photocabine - უსაქმურობისას ვმაიმუნობ ხოლმე, აი ასე: 
Тиас -  მიუხედავად იმისა, რომ მე და პოეზია ვერ ვმეგობრობთ, ეს ძალიან მომწონს.

instructables.com - როცა დრო გაქვს და არ იცი, რა აკეთო, ან რამის გაკეთება გსურს და არ იცი საიდან დაიწყო, უბრალოდ გახსენი, მოძებნე სასურველი კატეგორია და ვუალა! მარიამმა მირჩია ადრე და იმის მერე ეს ყვითელი რობოტი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინ-მეგობარია.

2 comments:

babisa said...

შენი ჰედერი მომწონს :)

Kate said...

რას ამბობ?!
რუტრაკერი რომ არა, რა მეშველებოდა <3

სხვებსაც გადავხედავ ამ დღეებში.