
დღეს ფორუმზე ვნახე სკრაბის რეცეპტი, საკმაოდ მარტივი და გამოვცადე კიდეც. შედეგი არაჩვეულებრივია. რაც აბაზანიდან გამოვედი, საკუთარ თავს თვალს ვერ ვწყვეტ.
რეცეპტი: 4 სადილის კოვზი შაქარი + 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
სახესა და კისერზე რბილი ღრუბლით წავისვი და ძალა არ დამიტანებია, ტანზე - პირიქით, უხეში ღრუბლით და ძლიერად. ანტისეპტიკი არ მქონდა, რომ მერე ეს ზეთი მთლიანად ჩამომებანა, მაგრამ ფორუმზე ეწერა, თუ დაიტოვებთ, ცუდი არ არისო და მართლაც, ტანზე ისეთ სირბილეს ტოვებს, ჯერ არცერთი ნაყიდი საშუალებით რომ არ მიმიღია.
ჩემი შეფასება: 10/10
რეკომენდაციას ვუწევ!
2 comments:
აუ მეც მითხრეს, ზეთი კარგი არისო.
იგივენაირი ადვილი სკრაბია მჭადის ფქვილი, თან ჩამობანაც არ არის რთული :) თუმცა მის მერე მკვებავი აუცილებელია, განსაკუთრებით თუ მშრალი კანი გაქვთ ჩემსავით..
Post a Comment